Sunday, March 3, 2019

4 მარტიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 4 მარტიდან 2-თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კერძოდ, ს.კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.
"ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ 
ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული. ხოლო, ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ,"- წერია ინფორმაციაში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment