Monday, April 1, 2019

Gmail-ი წერილის სასურველ დროს გაგზავნაში დაგეხმარებათ

Google-ის ელექტრონული ფოსტის კიდევ ერთი ახალი ფუნქცია მომხმარებელს იმის დაგეგმვაში დაეხმარება, თუ რა დროს გაგზავნოს სასურველი წერილი ადრესატთან. ამის შესახებ Engadget-ი წერს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ჭკვიანი წერილის გაგზავნის ფუნქცია (Smart Compose) Gmail-ის მომხმარებელს ყველაფრის საკუთარ თავზე მორგების საშუალებას მისცემს. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ფუნქცია ადამიანს დააგეგმინებს ადრესატს წერილი სასურველ დროს როდის გაუგზავნოს. 
ფუნქცია Smart Compose-ი გზავნილების სათაურის შერჩევაშიც დაეხმარება Gmail-ის მომხმარებელს. ამ ყველაფერს კი სისტემა ტექსტიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავს. 
Google-ი ადასტურებს, რომ ჭკვიანი წერილის გაგზავნის ფუნქცია Android-ზე, Pixel 3-ზე ფრანგულად, იტალიურად, პორტუგალიურად და ესპანურად უკვე ხელმისაწვდომია. Google-ში განმარტავენ, რომ Smart Compose-ი iOS-ზეც მალე ამოქმედდება.
მანამდე Google-მა Gmail-ისთვის AMP-ის მხარდაჭერა აამოქმედა. სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საფოსტო ყუთის დატოვების გარეშე შეავსოს სააპლიკაციო ფორმა, იყიდოს სასურველი ნივთი ან შემოთავაზებები ვებგვერდზე გადასვლის გარეშე დაათვალიეროს.

სტოლტენბერგი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდების შემოსვლას ეხმიანება

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდების ყოფნას ბრიუსელიდან ნატოს გენერალური მდივანი ეხმაურება. ნატოში აცხადებენ, რომ ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთქმედების და ურთიერთთავსებადობის აამაღლებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ამ კვირაში ნატოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ალიანსი დამატებითი ზომების მიღებას აპირებს და საქართველო პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ვაშინგტონში საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა რუსეთზე და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც უნდა იმსჯელონ.
"ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ კვირაში შეერთებულ შტატებში შეთანხმდებიან ახალ ზომებზე, რათა გავაუმჯობესოთ შავი ზღვის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გავზარდოთ ნატოს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა.
ჩვენ უკვე ვიღებთ ზომებს და წარმატებული თანამშრომლობა ჩემი თვალით ვნახე საქართველოში ნატო- საქართველოს წვრთნებზე. მე ველოდები, რომ მინისტრები შეთანხმდებიან ახალ ზომებზე, განსაკუთრებით მაგალითად წვრთნებზე, რასაც ახლა ვხედავთ. გასულ წელს მაგალითად , ნატოს გემებმა 120 დღე გაატარეს შავ ზღვაზე. სერიოზული ზრდაა,ვინაიდან 2017 წელს 80 დღე გაატარეს ნატოს გემებმა შავ ზღვაზე. ეს ნიშნავს, რომ ნატო წარმოდგენელია შავ ზღვაზე და როდესაც ვართ შავ ზღვაზე პარტნიორებთან ერთად ვატარებთ ღონისძიებებს. რატქმაუნდა ამ პროცესში ჩარტულია საქართველო და უკრაინა", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 
ფოთის პორტში დღს ოთხი სამხედრო გემი შემოვიდა. ესენია: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი). 
ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. 
imedinews.ge

მანდატურის სამსახურმა 11 წლის ახალციხელ მოსწავლეზე ჩაგვრის ფაქტის შესახებ განცხადება გაავრცელა

მანდატურის სამსახური ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში 11 წლის ბიჭი ჩაგვრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამსახურის ცნობით, მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ემუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მანდატურის სამსახურის განცხადებით, როგორც კი სკოლის მანდატურმა შეიტყო იმ ფაქტის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლე, შესაძლოა, ყოფილიყო ვერბალური ჩაგვრის მსხვერპლი, მან სასწრაფოდ აცნობა ამის შესახებ მანდატურის სამსახურს. 
"ახალციხეში მყისიერად გაემგზავრა აღნიშნული სამსახურის კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების შემადგენლობით. მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გაესაუბრნენ კონფლიქტში ჩართულ ყველა რგოლს, შეასრულეს მედიატორის როლი და განახორციელეს ინდივიდუალური სამუშაოები, რის შემდეგაც, საგანმანათლებლო პროცესი სკოლაში აღდგა და დღესაც შეუფერხებლად მიმდინარეობს.
რაც შეეხება კონკრეტულ მოსწავლეს, რომელიც, შესაძლოა, იყოს ბულინგის მსხვერპლი, განხორციელდა მისი რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას", - წერია მანდატურის სამსახურის განცხადებაში
imedinews.ge

ორი უდანაშაულო მამაკაცი 43 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

ორმა მა­მა­კაც­მა ცი­ხე­ში 43 წელი გა­ა­ტა­რა და ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

1976 წლის მა­ის­ში კლი­ფორდ უი­ლი­ამ­სი 34-ის, ხოლო მისი ძმის­შვი­ლი, ჰუ­ბერტ ნა­თან მა­ი­ერ­სი 18 წლის იყო. ისი­ნი ჯექ­სონ­ვილ­ში წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ახლო მდე­ბა­რე სახ­ლში 2 ქალს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, ერთ-ერთი მათ­გა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. უი­ლი­ამ­სი და მა­ი­ერ­სი და­ი­ჭი­რეს და პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.
რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი სა­სა­მარ­თლომ ისი­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს, ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი ჯერ ერ­თმა­ნეთს ჩა­ე­ხუტ­ნენ, შემ­დეგ კი ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებს შე­უ­ერ­თდნენ. ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რო­გორ კოც­ნის მა­ი­ერ­სი მი­წას.
ქალ­მა, რო­მე­ლიც სრო­ლის შემ­დეგ გა­დარ­ჩა, პო­ლი­ცი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ უი­ლი­ამ­სი და მა­ი­ერ­სი მათ ოთახ­ში შე­ვიდ­ნენ და ლო­გინ­ში მყოფ ქა­ლებს ცე­ცხლი ორი ია­რა­ღი­დან გა­უხ­სნეს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ შე­ნო­ბის გა­რე­დან იყო ნას­რო­ლი, თა­ნაც - მხო­ლოდ ერთი ია­რა­ღით. წვე­უ­ლე­ბა­ზე მყო­ფი ხალ­ხი ამ­ბობ­და, რომ ბიძა და ძმის­შვი­ლი მათ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც სრო­ლის ხმა გა­ის­მა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­მა­კა­ცე­ბი 2 დღი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.
მა­ი­ერ­სი და უი­ლი­ამ­სი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და პა­ტიმ­რო­ბის 43 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­წყვეტ­ლივ აცხა­დებ­დნენ, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი იყ­ვნენ.
საქ­მის გა­და­სინ­ჯვა 2017 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით პე­ტი­ცია შედ­გა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ რე­ა­ლურ­მა მკვლელ­მა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი არა­ერთ ადა­მი­ან­თან აღი­ა­რა და ამ­ბობ­და, რომ ტყუ­ი­ლად და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და. მა­მა­კა­ცი ცო­ცხა­ლი აღარ არის, ის 1994 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.
ხე­ლა­ხალ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ მა­ი­ერ­სი­სა და უი­ლი­ამ­სის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცა. ბიძა ახლა 76 წლი­საა, ძმიშ­ვი­ლი კი 61-ის.
ცხოვ­რე­ბის თით­ქმის 43 წელი დავ­კარ­გე, ამ წლებს აღა­რა­ვინ და­მიბ­რუ­ნებს უკან. ვეც­დე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­სი­ა­მოვ­ნო თა­ვი­სუფ­ლე­ბით და ჩემს ოჯახ­თან ერ­თად ყოფ­ნით,“ - ამ­ბობს მა­ი­ერ­სი.
ambebi.ge

ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია

მე-17 საუკუნეში მიწისძვრის და ეროზიის გამო ქალაქში დარჩენა სახიფათო გახდა და განსაცვიფრებელი ხედების და შუასაუკუნოვანი ნაგებობების მიუხედავად ქალაქის მაცხოვრებლებმასაკუთარი სახლები მიატოვეს.
2000 წელს ქალაქის მოსახლეობა მხოლოდ 6 ადამიანს შეადგენდა..
უკანასკნელი აღორძინების წყალობით, რაც ტურისტულმა ბუმმა გამოიწვია, ქალაქის მოსახლეობა ორჯერ გაიზარდა. ახლა ამ ადგილებში 12 ადამიანი ცხოვრობს
მიუხედავად ამისა, ქალაქს „მოჩვენებითს“ უწოდებენ, რადგან ქუჩები და შენობების უმეტესობა პრაქტიკულად დაუსახლებელია. თავად მაცხოვრებლები სიმშვიდეს მიეჩვივნენ და თვლიან, რომ ასე ცარიელი უფრო მიმზიდველი და საინტერესო ჩანს
intermedia.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უკრაინაში არჩევნების მეორე ტური ოფიციალურად დაინიშნა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 60%-ის დათვლის შემდეგ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, აქედან გამომდინარე, მეორე ტური ოფიციალურად დაინიშნა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. უკრაინის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 39 კანდიდატი მონაწილეობს. ბოლო ინფორმაციით,  არჩევნებში შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. მას 30.25%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზეა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 16.6%-ით.
ვრცლად არჩევნების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე თბილისსა და რეგიონებში

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვის გამო გზები იწმინდება. სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ატარებს. 
თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე კოჯორში, ბეთანიაში, წყნეთსა და კიკეთში ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება. 
ასევე თოვს და მინუს 4 გრადუსამდე ყინვაა თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე, სადაც მანქანები შეფერხებით მოძრაობენ. თელავის საგზაო სამსახური მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნალექიანი ამინდი 5 აპრილამდე გაგრძელდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში