Google-ის ელექტრონული ფოსტის კიდევ ერთი ახალი ფუნქცია მომხმარებელს იმის დაგეგმვაში დაეხმარება, თუ რა დროს გაგზავნოს სასურველი წერილი ადრესატთან. ამის შესახებ Engadget-ი წერს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ჭკვიანი წერილის გაგზავნის ფუნქცია (Smart Compose) Gmail-ის მომხმარებელს ყველაფრის საკუთარ თავზე მორგების საშუალებას მისცემს. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ფუნქცია ადამიანს დააგეგმინებს ადრესატს წერილი სასურველ დროს როდის გაუგზავნოს.
ფუნქცია Smart Compose-ი გზავნილების სათაურის შერჩევაშიც დაეხმარება Gmail-ის მომხმარებელს. ამ ყველაფერს კი სისტემა ტექსტიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავს.
Google-ი ადასტურებს, რომ ჭკვიანი წერილის გაგზავნის ფუნქცია Android-ზე, Pixel 3-ზე ფრანგულად, იტალიურად, პორტუგალიურად და ესპანურად უკვე ხელმისაწვდომია. Google-ში განმარტავენ, რომ Smart Compose-ი iOS-ზეც მალე ამოქმედდება.
მანამდე Google-მა Gmail-ისთვის AMP-ის მხარდაჭერა აამოქმედა. სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საფოსტო ყუთის დატოვების გარეშე შეავსოს სააპლიკაციო ფორმა, იყიდოს სასურველი ნივთი ან შემოთავაზებები ვებგვერდზე გადასვლის გარეშე დაათვალიეროს.
No comments:
Post a Comment