Monday, April 1, 2019

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე თბილისსა და რეგიონებში

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვის გამო გზები იწმინდება. სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ატარებს. 
თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე კოჯორში, ბეთანიაში, წყნეთსა და კიკეთში ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება. 
ასევე თოვს და მინუს 4 გრადუსამდე ყინვაა თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე, სადაც მანქანები შეფერხებით მოძრაობენ. თელავის საგზაო სამსახური მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნალექიანი ამინდი 5 აპრილამდე გაგრძელდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment