Saturday, November 30, 2013

კოჰაბიტაციის 100 დღიანი ანგარიში

კოჰაბიტაციის 100 დღიანი ანგარიშიპოსტ-დოქტორანტურის ინსტიტუტის, თსუ-ს საერთაშორისო პრემიის შემოღება ქართველოლოგიაში, სტუდენტური ფორუმი, რექტორის სტიპენდია წარჩინებულ სტუდენტს, რექტორის მრჩეველთა საბჭო, სახელმძღვანელოების თარგმნა - ეს იმ ცვლილებების და სიახლეების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ვლადიმერ პაპავამ თსუ-ს რექტორობის 100 დღის განმავლობაში განახორციელა. 

როგორ აფასებენ პროფესორები რექტორის მუშაობის 100 დღეს და რა პრობლემებია მოუგვარებელი? Aris.ge-განათლებასთან საუბარში პროფესორი ამირან ბერძენიშვილი ამბობს, რომ რექტორმა ბევრი რამ გააკეთა, თუმცა, ძირითადი პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს. ამაში ხელს უშლის უნივერსიტეტში შექმნილი კლანური სიტუაციები. სწავლების ხარისხი რეგრესს განიცდის. 

"როგორც პიროვნებას, ბატონ ლადოს მადლობას ვეტყვი, შეზღუდული უფლებების პირობებში ყველაფერს კანონის სრული დაცვით აკეთებს. ეს, მოქალაქეობრივი სიმამაცეა. თუმცა, კანონით უფლებები შეზღუდული აქვს. საჭიროა, რექტორს უფლებები გაეზარდოს, რომ რეფორმები გაატაროს. პრობლემებია უნივერსიტეტის ქვედა დინებებში, რაც რექტორმა ჩემზე უკეთ იცის. უმწვავესი პრობლემაა აკადემიური პერსონალის კონკურსის ობიექტურად ჩატარება. სწავლის ხარისხი უკან-უკან მიდის, რასაც სკოლიდან მოსული აბიტურიენტებიც განაპირობებენ. რთული ტექსტების გაგება უჭირთ, ჰგონიათ, პროფესორი კარგად ვერ ასწავლის ან წიგნია რთულად დაწერილი. მეცნიერება სერიალი არ არის. 150 კაციანი აუდიტორიები უკუშედეგს გვაძლევს, რადგან სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობას ვერ ვახერხებთ." - ამბობს ბერძენიშვილი. 
სამართლის მეცნიერებათა დოქტორის, ავთანდილ კახნიაშვილის თქმით, ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად რექტორს ბერკეტი არ გააჩნია.

"ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციას ცვლიან კონკრეტულ პიროვნებაზე მოსარგებად და არც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანა არ გაუჭირდებათ. იურიდიულად ეს შესაძლებელია, რაც რექტორის უფლებებს გაზრდის. წლების მანძილზე უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობდა. საუკეთესო ფიზიკოსები, მათემატიკოსები უნივერსიტეტიდან განდევნეს. ისინი კონკურსის წესით უნდა დააბრუნონ. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს. გასაგებია, რექტორი ვერ გაათავისუფლებს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უნივერსიტეტთან კონტრაქტი გაფორმებული აქვთ, მაგრამ გამოსავალი არსებობს. დაწერონ განცხადებები და წავიდნენ, მათ სხვა სამსახურებიც აქვთ. რეალური რეფორმა ეს იქნებოდა." -ამბობს კახნიაშვილი.

ჩვენი რესპოდენტების თქმით, საჭიროა სახელმწიფო ნება, რომ უნივერსიტეტი რეალურად განათლების კერად იქცეს და ძველი სტატუსი დაუბრუნდეს. 

ცხადია, კანონით უფლება შეზღუდული რექტორი ძირეულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს. ალბათ, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ თსუ-ს 10 დეპარტამენტიდან მხოლოდ ერთი - ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიცვალა.

კანონით ადმინისტარციის ხელმძღვანელის და რექტორის საქმიანობა ერთმანეთისგან გამიჯნულია. ალბათ, ამ გამიჯნულ ფუნქციას უნდა მივაწეროთ თსუ-ს კანცლერის, დავით ჩომახიძის თავნებობაც საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. 3 თვის წინ, თსუ-ს განცხადებით მივმართეთ, სადაც ვითხოვდით 2010-2011-2012 წლებში სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებული პროექტების დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ. მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ ინფორმაციის მოძიებას დიდი დრო სჭირდება და თანამშრომლებს ვერ მოაცდენდა. ეს ის კანცლერია, რომელიც გია ხუბუას რექტორობიდან დღემდე იკავებს ამ თანამდებობას. 

Aris.ge-განათლებისთვის მოცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში ლადო პაპავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ნება არსებობს და უნივერსიტეტმა ძველი სტატუსი და ღირსება უნდა დაიბრუნოს, მაგრამ ნიშნავს ეს, რომ პროცესს თვითონ ჩაუდგება სათავეში?

კანცლერ დავით ჩომახიძის ხელში კი ფინანსური დოკუმენტაცია ისევ დახურულია. 

გვინდა ასეთი კოჰაბიტაცია? 

სალომე არის© გოგოხია

Friday, November 29, 2013

როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში?

როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში?მასწავლებელი უნდა იყოს ექსპერტი შეკითხვების დასმისას, კითხვები უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ მოსწავლეებს თავად დაებადოთ კითხვები და ბოლომდე ჩაეძიონ საკითხებს.

გთავაზობთ 5 შეკითხვას, რომელიც მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ: 

#1. რას ფიქრობთ?

ეს შეკითხვა მოსწავლეებს ფიქრისაკენ მოუწოდებს და მათი გონება ახალი ინფორმაციის დამუშავებას იწყებს.

#2. რატომ ფიქრობთ ასე?
მას შემდეგ, რაც სტუდენტები თავის აზრს გაგაცნობენ პირველ შეკითხვაზე, ჩაეკითხეთ, თუ რატომ ფიქრობენ ამგვარად. ამ გზით ისინი საკუთარი მოსაზრების გამყარებას მიეჩვევიან.

#3. საიდან იცი ეს?
ამ კითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ გამოთქმული მოსაზრების დაკავშირებას იმ საკითხებთან, რომლებიც უსწავლიათ, უნახავთ ან გამოუცდიათ.

#4. შეგიძლია უფრო მეტი მითხრა ამ საკითხზე?
ეს შეკითხვეა მოსწავლეებ მეტის ფიქრისა და გახსენებისაკენ უბიძგებს.

#5. სხვა შეკითხვა ხომ არ გაქვს?
საუბრის პერიოდში მოსწავლეს, შესაძლოა შეკითხვები დაებადოს, დაეხმარეთ მას, რომ არ დარჩეს უპასუხოდ საინტერესო საკითხების შესახებ.

ამასთან, მთავარია, რომ მასწავლებლის ტონი იყოს მეგობრული, მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ გულწრფელად გაინტერესებთ მისი აზრი.

იყენებთ ამ შეკითხვებს გაკვეთილზე? თქვენ რა შეკითხვებით ცდილობთ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.
edu.aris.ge

უცხოური ენების პედაგოგთა კონფერენცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების მასწავლებელთათვის ორდღიანი კონფერენცია გამართა. შეხვედრას თბილისისა და საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული უცხოური ენების 160 მასწავლებელი ესწრებოდა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა:
  • უცხოური  ენების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • უცხოური  ენების სწავლებასა და სწავლაში არსებული სიახლეების გაცნობა-გაზიარებას;
  • თანამედროვე სამყაროში ენების შესწავლის მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.
კონფერენციაზე მასწავლებლებმა თავად წარმოადგინეს მოხსენებები  ისეთ თემებზე, როგორიცაა: ტრადიციები და ინოვაციები უცხოური ენების სწავლებისას; ინტერკულტურული დიალოგი-პლურილინგვალიზმის როლი 21 საუკუნის მოქალაქის ჩამოყალიბებაში; ინტერკულტურული კომუნიკაცია და განათლება; უწყვეტი პროფესიული განვითარება უცხოური ენების მასწავლებლებისათვის; უცხოური ენების სწავლება და ტექნოლოგიები.
მასწავლებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციების, უნივერსიტეტებისა და  მასწავლებელთა ასოციაციების წარმომადგენელთათვის, რომლებმაც პედაგოგებს  საკუთარი გამოცდილება გააცნეს და  ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს.
mes.gov.ge

სწავლების ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, შედეგი!


საერთაშორისო განათლების სახლი საქართველოსთვის
International House of Education for Georgia
T: 599201096, (0)570 50 2915, 

2 14 80 24
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდტორია #212, მეტრო დელისთან

მომზადება - საატესტატო,
ერთიანი ეროვნული,
სამაგისტრო გამოცდებისთვის
(30 ლარიდან)!

მოკლევადიანი სასერტიფიკატო სწავლება:
ბუღალტერია/ორისი, ოფისის მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, საბანკო საქმე, ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამა და უცხო ენა, ბიზნესინგლისური, ქართული/რუსული უცხოელებისთვის/Georgian and/or Russian for Foreigners, წარმატების კანონები, ჟურნალისტიკა, ტურიზმი
სწავლების ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, შედეგი!
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

საერთაშორისო განათლების სახლი საქართველოსთვის
T: 599201096, 570 50 2915, 

2 14 80 24
e-mail: hedu.ge@gmail.com, www.iHeduge.blogspot.com
დაგვიმეგობრდი: www.FaceBook.com/GanatlebisSakhli2000
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდტორია #212,


მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიიდან გამოაძევეს

საქართველოს ძიუდოისტთა  ნაკრები იაპონიიდან გამოაძევესძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრებები იაპონიიდან გამოაძევეს. ქართველი მოჭიდავეები სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ და გამოძევების მიზეზი ადგილობრივ წესებში გაურკვევლობა, ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა გახდა.
მომხდარის შესახებ  გაზეთ "ლელოს" ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია გუგავამ  უამბო. 
ამასთან, ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა შემდეგში გამოიხატა: ქართველი ძიუდოისტები ხმადაბლა ლაპარაკის ნაცვლად საუბრობდნენ ჩვეულ ტონში- ხმამაღლა; უსმენდნენ მუსიკას, რაც ასევე ნორმის დარღვევაა.  რიგითი მოქალაქისგანაც შევიდა საჩივარი მათზე ქუჩაში ველოსიპედით ზომაზე სწარაფად მოძრაობის შესახებ; ერთ-ერთ სპორტსმენმა კი სასტუმროში უნებლიედ ცეცხლმაქრი ბალონი აამუშავა. 
ორივე ნაკრები უკვე დაბრუნდა თბილისში. ამ ფაქტის გამო ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები, ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი პირად-გუნდურში ბექა ღვინიაშვილი (90) და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100) ძიგორო კანოს მემორიალში ვეღარ გამოვლენ. ისინი თავიანთი შეკრების დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს უნდა შეერთებოდნენ, მაგრამ საქართველოში ჩამოსულებმა ხელახლა ვიზის სწრაფად აღება ვერ შეძლეს.
ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდები იაპონიაში 11 ნოემბერს წავიდნენ ორკვირიან შეკრებაზე. მათ თავიდან ცუკუბას უნივერსიტეტში უნდა ევარჯიშათ, მერე კი კოდოკანში უნდა გადასულიყვნენ და იაპონელთა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გაევლოთ შეკრების დასკვნითი ნაწილი.
ipn.ge

Wednesday, November 27, 2013

სწავლების მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, შედეგი!

მომზადება - საატესტატო, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის (30 ლარიდან)!

მოკლევადიანი სასერტიფიკატო სწავლება: ბუღალტერია/ორისი, ოფისის მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, საბანკო საქმე, ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამა, ნებისმიერი უცხო ენა, ბიზნეს ინგლისური, ქართული/რუსული უცხოელებისთვის/Georgian and/or Russian for Foreigners, ჟურნალისტიკა, ტურიზმი.


ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, შედეგი!


გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!


საერთაშორისო განათლების სახლი საქართველოსთვის

ტელ.: 570 50 2915, 2 14 80 24, 599201096
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდიტორია #212, მეტრო დელისთან.

Tuesday, November 26, 2013

ამერიკის მთავრობის საჩუქარი სოფელ ქვემო ნიქოზს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სოფელ ქვემო ნიქოზში ახალი სკოლის შენობა გახსნეს.
გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლის შენობა 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაინგრა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, სწავლის პროცესი არ შეფერხებულა და სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, იყო სასწავლო პროცესთან და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებელი იყო სოფელ ქვემო ნიქოზში სკოლის ახალი შენობის აგება.
არსებული პრობლემით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაინტერესდა. თავდაცვის სფეროში ამერიკის ინჟინერთა კორპუსის მიერ შემუშავდა და დაფინანსდა ახალი სკოლის შენობის პროექტი. მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა. სკოლის შენობასთან ერთად,  ამერიკის საელჩომ სკოლას საჩუქრად სასკოლო ინვენტარიც გადასცა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად თანამედროვედ აღჭურვა იგი.
ლია გიგაურმა ამერიკის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავის მხრივ, სამინისტრო სკოლას უწყვეტი ინტერნეტით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სახელმძღვანელოებით, შესაბამისი ლიტერატურით შეივსება ბიბლიოთეკა და სკოლაზე აისახება ყველა ის სიახლე და რეფორმა, რასაც განათლების სამინისტრო სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის ახორციელებს.
mes.gov.ge