Friday, November 29, 2013

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიიდან გამოაძევეს

საქართველოს ძიუდოისტთა  ნაკრები იაპონიიდან გამოაძევესძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრებები იაპონიიდან გამოაძევეს. ქართველი მოჭიდავეები სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ და გამოძევების მიზეზი ადგილობრივ წესებში გაურკვევლობა, ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა გახდა.
მომხდარის შესახებ  გაზეთ "ლელოს" ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია გუგავამ  უამბო. 
ამასთან, ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა შემდეგში გამოიხატა: ქართველი ძიუდოისტები ხმადაბლა ლაპარაკის ნაცვლად საუბრობდნენ ჩვეულ ტონში- ხმამაღლა; უსმენდნენ მუსიკას, რაც ასევე ნორმის დარღვევაა.  რიგითი მოქალაქისგანაც შევიდა საჩივარი მათზე ქუჩაში ველოსიპედით ზომაზე სწარაფად მოძრაობის შესახებ; ერთ-ერთ სპორტსმენმა კი სასტუმროში უნებლიედ ცეცხლმაქრი ბალონი აამუშავა. 
ორივე ნაკრები უკვე დაბრუნდა თბილისში. ამ ფაქტის გამო ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები, ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი პირად-გუნდურში ბექა ღვინიაშვილი (90) და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100) ძიგორო კანოს მემორიალში ვეღარ გამოვლენ. ისინი თავიანთი შეკრების დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს უნდა შეერთებოდნენ, მაგრამ საქართველოში ჩამოსულებმა ხელახლა ვიზის სწრაფად აღება ვერ შეძლეს.
ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდები იაპონიაში 11 ნოემბერს წავიდნენ ორკვირიან შეკრებაზე. მათ თავიდან ცუკუბას უნივერსიტეტში უნდა ევარჯიშათ, მერე კი კოდოკანში უნდა გადასულიყვნენ და იაპონელთა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გაევლოთ შეკრების დასკვნითი ნაწილი.
ipn.ge

No comments:

Post a Comment