Friday, November 29, 2013

როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში?

როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში?მასწავლებელი უნდა იყოს ექსპერტი შეკითხვების დასმისას, კითხვები უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ მოსწავლეებს თავად დაებადოთ კითხვები და ბოლომდე ჩაეძიონ საკითხებს.

გთავაზობთ 5 შეკითხვას, რომელიც მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ: 

#1. რას ფიქრობთ?

ეს შეკითხვა მოსწავლეებს ფიქრისაკენ მოუწოდებს და მათი გონება ახალი ინფორმაციის დამუშავებას იწყებს.

#2. რატომ ფიქრობთ ასე?
მას შემდეგ, რაც სტუდენტები თავის აზრს გაგაცნობენ პირველ შეკითხვაზე, ჩაეკითხეთ, თუ რატომ ფიქრობენ ამგვარად. ამ გზით ისინი საკუთარი მოსაზრების გამყარებას მიეჩვევიან.

#3. საიდან იცი ეს?
ამ კითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ გამოთქმული მოსაზრების დაკავშირებას იმ საკითხებთან, რომლებიც უსწავლიათ, უნახავთ ან გამოუცდიათ.

#4. შეგიძლია უფრო მეტი მითხრა ამ საკითხზე?
ეს შეკითხვეა მოსწავლეებ მეტის ფიქრისა და გახსენებისაკენ უბიძგებს.

#5. სხვა შეკითხვა ხომ არ გაქვს?
საუბრის პერიოდში მოსწავლეს, შესაძლოა შეკითხვები დაებადოს, დაეხმარეთ მას, რომ არ დარჩეს უპასუხოდ საინტერესო საკითხების შესახებ.

ამასთან, მთავარია, რომ მასწავლებლის ტონი იყოს მეგობრული, მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ გულწრფელად გაინტერესებთ მისი აზრი.

იყენებთ ამ შეკითხვებს გაკვეთილზე? თქვენ რა შეკითხვებით ცდილობთ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment