Friday, August 30, 2019
საქართველოში წვიმა და შტორმია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
akhalitaoba.ge
წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. 👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ. "2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მე ვულოცავ თითოეულს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71%-ია ჩარიცხული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა კი მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა. ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როცა პროგრამაზე მაღალი კონკურსი იყო ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ მათ პროგრამების არჩევა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ კურსებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. ამის შედეგადაც მოხდა ასე, რომ ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ჩაირიცხნენ. რაც შეეხება აპელაციებს, დაახლოებით აპლიკანტთა 2%-მა შემოიტანა აპელაციის განაცხადი და მათგან 648 აპლიკანტს შეეცვალა შეფასება", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 2019 წელს 1335 აბიტურიენტი ჩაირიცხა. გორგოძის თქმითვე, აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ შედეგები ნიშნავს მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვებას და არა - ჩარიცხვას. "ეს ინფორმაცია, რასაც ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, არ ნიშნავს ჩარიცხვას, არამედ ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება, ჩარიცხვის წინაპირობა. აბიტურიენტები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხნენ, დადგენილ ვადებში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ჩარიცხულად. ამას ხაზს ვუსვამთ, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აბიტურიენტი ფიქრობს, რომ ის ავტომატურადაა ჩარიცხული სასწავლებელში, თუმცა სწავლის დაწყების დროს აღმოაჩენს, რომ ჩარიცხული არ არის", - აღნიშნა სოფიო გორგოძემ. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ წლის მთავარ სიახლეს წარმოადგენდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშნა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდა. შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო - მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. interpressnews.ge
წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.
"2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მე ვულოცავ თითოეულს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71%-ია ჩარიცხული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა კი მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა. ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როცა პროგრამაზე მაღალი კონკურსი იყო ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ მათ პროგრამების არჩევა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ კურსებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. ამის შედეგადაც მოხდა ასე, რომ ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ჩაირიცხნენ. რაც შეეხება აპელაციებს, დაახლოებით აპლიკანტთა 2%-მა შემოიტანა აპელაციის განაცხადი და მათგან 648 აპლიკანტს შეეცვალა შეფასება", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 2019 წელს 1335 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
გორგოძის თქმითვე, აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ შედეგები ნიშნავს მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვებას და არა - ჩარიცხვას.
"ეს ინფორმაცია, რასაც ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, არ ნიშნავს ჩარიცხვას, არამედ ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება, ჩარიცხვის წინაპირობა. აბიტურიენტები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხნენ, დადგენილ ვადებში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ჩარიცხულად. ამას ხაზს ვუსვამთ, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აბიტურიენტი ფიქრობს, რომ ის ავტომატურადაა ჩარიცხული სასწავლებელში, თუმცა სწავლის დაწყების დროს აღმოაჩენს, რომ ჩარიცხული არ არის", - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება.
ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ წლის მთავარ სიახლეს წარმოადგენდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშნა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო - მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
interpressnews.ge
Sunday, August 25, 2019
პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან განთავისუფლების 75 წლისთავს ზეიმობს
საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წლისთავს აღნიშნავს, ამის შესახებ france24-ი წერს.
.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ქალაქი 1944 წლის 25 აგვისტოს ფრანგების აჯანყების შედეგად გათავისუფლდა და 1500 დღიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკზე ნაცისტური სვასტიკის ნაცვლად საფრანგეთის დროშა აფრიალდა.
1944 წლის 18 აგვისტოს საფრანგეთის კომუნისტური ძალების (FFI) ხელმძღვანელმა ანრი როლ-ტანგმა აჯანყების ბრძანება გასცა. მეორე დღეს შარლ დე გოლის ფრაქციამ ანალოგიური ბრძანება გასცა. 19 აგვისტოს მეტრო და რკინიგზა გაიფიცა. აჯანყებულებს შეუერთდა საფრანგეთის პოლიციაც. ხალხის მცირე ჯგუფები თავს ესხმოდნენ ნაცისტებს. ქუჩაში სისხლისმღვრელი დაპირისპირებები გახშირდა.
პარიზში 1944 წლის აგვისტოში 16 000 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფებოდა და 80 ტანკი. 8 დღიანი დაპირისპირების შემდეგ გერმანელები დანებდნენ. პარიზის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში 3 200 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა. საფრანგეთის მხარეს კი 156 და 600 მშვიდობიანი მოქალაქე.
შარლ დე გოლი 25 აგვისტოს პარიზის მერიაში მივიდა და თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა.
imedinews.ge
Saturday, August 24, 2019
ფინეთში შექმნეს სუნამო, რომელსაც ადამიანის ოფლის არომატი აქვს
ფინეთში შექმნეს ახალი სუნამო, რომელსაც ადამიანის ოფლის სუნის არომატი აქვს, ამის შესახებ Flash Nord-ი წერს.
გამოცემის ცნობით ეს არმატი სააგენტო Mirum Helsinki-მ წარადგინა. ტრადიციული ელემენტების გარდა სუნამოს შემადგენლობაში ორგანიზაციის ყველა თანამშრომლის ოფლის წვეთი შევიდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სუნამოს შექმნაზე შემოქმედებითმა ჯგუფმა ენთუზიაზმით იმუშავა.
გამოცემის ცნობით, ეს სუნამო მათთვისაა განკუთვნილი, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება და სამსახურში მიიღეს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Friday, August 23, 2019
რას დაკარგავს მსოფლიო ამაზონის ხანძრების შედეგად? - გარემოსდამცველები კატასტროფის მძიმე შედეგებზე
ამაზონის ტყეებში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. იწვის ის, რაც პლანეტის ფილტვების სახელით არის ცნობილი და ცეცხლი ყოველდღიურად ამცირებს იმ ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც ასე საჭიროა ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ტყესთან ერთად ნადგურდება ბიომრავალფეროვნებაც, იწვიან ცხოველები და ფრინველები. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული გულისამაჩუყებელი ფოტოსურათების უმეტესობა, რომლებიც ცეცხლში გახვეულ ცხოველებსა და მათ ტანჯვას ასახავს, და რომლებსაც ხშირ შემთხვევაში, დართული აქვს ჰეშთეგი #PrayforAmazonas, რამდენიმე წლის წინ, სხვა ხანძრების დროს არის გადაღებული და მათზე ასახული ადგილები ბრაზილიაში სულაც არ არის
🙏 საქართველოს საპატრიარქო
მიმდინარე წელს ამაზონის ტყეში ხანძრების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის განმარტებით, თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს ხანძრის რაოდენობამ 2018 წელთან შედარებით 85%-ით მოიმატა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ოფიციალური რიცხვების თანახმად, 2019 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბრაზილიაში 75 ათასზე მეტი ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ და ნამდვილად აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს, როდესაც ხანძრების რაოდენობა 40 ათასი იყო.
ამაზონის ტყეში ხანძარი გავრცელებული მოვლენაა და ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხშირად ჩნდება კიდეც, თუმცა გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ხანძრები ადამიანის მიერ განგებ იყოს გაჩენილი:
"ადამიანი ძალიან დაინტერესბულია ამ ტყეებით და დაინტერესებულია, როგორც მერქნით, რომლის მოპოვებაც იქ შეიძლება, ასევე იმ ფართობით, რომელიც ამ ტყეს უჭირავს.
არ ვიცი, ალბათ, არ არის გამორიცხული, რომ განზრახ მოწყობილი მცირე ხანძრებიც იყოს, რამაც საბოლოოდ, ამ მასშტაბურ ხანძრამდე მიიყვანა ტერიტორია, იმიტომ რომ ძალიან აქტიური ათვისება ხდება ამ ადგილების სამეურნეო მიზნებისთვის, ძალიან დიდი რესურსებია ამ ნიადაგებში და ინტერესიც საკმაოდ დიდია.
ამაზონის ტყეები არის ბიომრავალფეროვნების თავშესაფარი, სადაც მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დაახლოებით 10%-ია თავმოყრილი. კლიმატის ცვლილების გამოწვევების ფონზე, ეს არის ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც ტყეები შთანთქავენ ნახშიროჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს. ამაზონის ტყე თავის თავში იტევს ძალიან დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგს და ხანძრების შედეგად, ასეთი დიდი ღირებულება იკარგება მსოფლიოსთვის" - ამბობს კახა ბახტაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.
ვიკიპედიას მიხედვით, ამაზონის ტყე ჟანგბადის მთელი რაოდენობის 20%-ს გამოყოფს, შესაბამისად ის ზარალი, რომელიც პლანეტას მიადგება, უკვე ცხადია, თუმცა ამის გარდა კახა ბახტაძის თქმით, ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რომ პლანეტა ბიომრავალფეროვნებას კარგავს:
"გვაქვს სახეცვლილი ეკოსისტემები, ამ ეკოსისტემებში ცხოვრება ძალიან რთულია. სახეცვლილ ეკოსისტემებს თან ერთვის სხვა ცვლილებები გარემოში - ეს შეიძლება იყოს გააქტიურებული ბუნებრივი კატასტროფები, წყლისა და ნიადაგის რესურსების კარგვა. ძალიან ბევრი ცვლილება შეიძლება მოხდეს. ბიომრავალფეროვნება იკარგება და ამას ძალიან მძიმე შედეგი ექნება ადამიანისთვის" - განმარტავს ეკოლოგი.
ამაზონის ტყის ეკოლოგიურ მნიშვნელობაზე საუბრისას "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, რომ ტყეები და ტყის მასივები ერთადერთი საშუალებაა, რასაც შეუძლია, კლიმატის ზემოქმედება შეამციროს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ტყეების მასივები გაშენდეს, რათა მოხერხდეს სითბური ეფექტის ზემოქმედების შემცირება.
გარემოსდამცველები მსოფლიოს მასშტაბით დღეს ამაზონის ტყეებში მიმდინარე პროცესებს ბრაზილიის პრეზიდენტის რიტორიკას უკავშირებენ, რომელიც მათი თქმით, ტყის ჩეხვის პროცესების გააქტიურებას უწყობს ხელს. პასუხის გარეშე აქტივისტები არც ბრაზილიის პირველმა პირმა დატოვა და გარემოსდამცველები ხანძრის განგებ გაჩენაში დაადანაშაულა, რათა ბრაზილიის ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინათ...
იქამდე სანამ პასუხისმგებელი პირები ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებულნი, ის გარემო იწვის, რომელიც დაახლოებით 3 მილიონი სახეობის ცხოველსა და მცენარეს იფარებს, მილიონამდე აბორიგენის სახლია და რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნახშიროჟანგს შთანთქავს...
მთავარ ფოტოზე: 13 აგვისტოს გადაღებული სატელიტის გამოსახულება აჩვენებს რამდენიმე ხანძრის კერას ბრაზილიის ამაზონის ტყეში
ambebi.ge
ინდოელი ცოლს საღეჭი რეზინის გამო გაშორდა
ინდოეთში, უტარ-პრადეშის ქალაქ ლაკნაუში კაცმა განქორწინება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ცოლმა საღეჭ რეზინზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
სეიდ რეშიდი და მისი 30 წლის ცოლი 19 აგვისტოს სასამართლო მოსმენაზე მივიდნენ. ქალმა იურისთან კონსულტაცია მას შემდეგ გაიარა, რაც ქმარმა მას საღეჭი რეზინი შესთავაზა. უარის თქმამ კაცი წყობიდან გამოიყვანა, მან 3-ჯერ წამოიძახა სიტყვა „ტალაკი“, რაც განქორწინებას ნიშნავს და ისლამური კანონების თანახმად იმას ნიშნავს, რომ ის ცოლს გაშორდა, რომელზეც 2004 წელს იქორწინა.
რაშიდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მას 3 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.
სამმაგი ტალაკი მუსლიმებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ქმარს უფლება აქვს, რომ სიტყვა ტალაკის (განქორწინების) სამჯერ წარმოთქმის შემთხვევაში ცოლს მომენტალურად გაშორდეს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Subscribe to:
Posts (Atom)






