Sunday, August 25, 2019

პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან განთავისუფლების 75 წლისთავს ზეიმობს

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წლისთავს აღნიშნავს, ამის შესახებ france24-ი წერს. 
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ქალაქი 1944 წლის 25 აგვისტოს ფრანგების აჯანყების შედეგად გათავისუფლდა და 1500 დღიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკზე ნაცისტური სვასტიკის ნაცვლად საფრანგეთის დროშა აფრიალდა. 
1944 წლის 18 აგვისტოს საფრანგეთის კომუნისტური ძალების (FFI) ხელმძღვანელმა ანრი როლ-ტანგმა აჯანყების ბრძანება გასცა. მეორე დღეს შარლ დე გოლის ფრაქციამ ანალოგიური ბრძანება გასცა. 19 აგვისტოს მეტრო და რკინიგზა გაიფიცა. აჯანყებულებს შეუერთდა საფრანგეთის პოლიციაც. ხალხის მცირე ჯგუფები თავს ესხმოდნენ ნაცისტებს. ქუჩაში სისხლისმღვრელი დაპირისპირებები გახშირდა. 
პარიზში 1944 წლის აგვისტოში 16 000 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფებოდა და 80 ტანკი. 8 დღიანი დაპირისპირების შემდეგ გერმანელები დანებდნენ. პარიზის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში 3 200 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა. საფრანგეთის მხარეს კი 156 და 600 მშვიდობიანი მოქალაქე. 
შარლ დე გოლი 25 აგვისტოს პარიზის მერიაში მივიდა და თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment