Friday, August 23, 2019

ინდოელი ცოლს საღეჭი რეზინის გამო გაშორდა

ინდოეთში, უტარ-პრადეშის ქალაქ ლაკნაუში კაცმა განქორწინება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ცოლმა საღეჭ რეზინზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 
სეიდ რეშიდი და მისი 30 წლის ცოლი 19 აგვისტოს სასამართლო მოსმენაზე მივიდნენ. ქალმა იურისთან კონსულტაცია მას შემდეგ გაიარა, რაც ქმარმა მას საღეჭი რეზინი შესთავაზა. უარის თქმამ კაცი წყობიდან გამოიყვანა, მან 3-ჯერ წამოიძახა სიტყვა „ტალაკი“, რაც განქორწინებას ნიშნავს და ისლამური კანონების თანახმად იმას ნიშნავს, რომ ის ცოლს გაშორდა, რომელზეც 2004 წელს იქორწინა. 
რაშიდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მას 3 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.
სამმაგი ტალაკი მუსლიმებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ქმარს უფლება აქვს, რომ სიტყვა ტალაკის (განქორწინების) სამჯერ წარმოთქმის შემთხვევაში ცოლს მომენტალურად გაშორდეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment