Tuesday, December 19, 2017

ინგოროყვას კლინიკის ქირურგი - დაჭრილმა მოზარდმა თითქმის 1 ლიტრი სისხლი დაკარგა, აღენიშნება დანით მიყენებული ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის არეში

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას სახელობის კლინიკის გულ-მკერდის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე განცხადებით, მოზარდს სისხლდენა შეუჩერდა. 

„პაციენტი ჯერჯერობით მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა სტაბილურადაა. შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში, ჰემორაგიული შოკით, წნევა ჰქონდა დაბალი სისხლდანაკარგის გამო. ჩაუტარდა ოპერაცია, გულ-მკერდი გაიხსნა და ინახა სისხლმდენი ადგილები. აღინიშნება ნეკთაშორის არტერიის და ფილტვის დაზიანება, პერიკარდიუმის დაზიანება. გულის დაზიანება არ არის, გადარჩა. დანით მიყენებული ჭრილობები აქვს გულ-მკერდისა და მუცლის არეში. ყველაზე რთული ჭრილობა იყო სისხლძარღვის ჭრილობა, რომელმაც სისხლდენა გამოიწვია - თითქმის ერთი ლიტრი სისხლი იყო ჩაღვრილი. 15 წლის ასაკისაა და ეს იყო მისთვის ძალიან მძიმე სისხლდანაკარგი. სისხლდენა ოპერაციის დროს გაჩერდა, პაციენტს გადაესხა სისხლი, ახლაც მიდის გადასხმა. წნევა სტაბილურია. მე ვერ ვიტყვი, ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე, მაგრამ მგონი უფრო სიკეთისკენ მივდივართ“, - განაცხადა ქაცარავამ და დასძინა, რომ მოზარდი კლინიკაში შეყვანისას კონტაქტური იყო. ამასთან, ექიმის ინფორმაციით, მოზარდი ხვალ დილამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იქნება შეერთებული
interpressnews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment