Tuesday, December 19, 2017

ბექა ხახუბიას პატრული ხმოვანი სიგნალით ეუბნებოდა, რომ მას წინ ელოდებოდა ბარიერი"

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბექა ხახუბიას ხმოვანი სიგნალით ეუბნებოდნენ, რომ მას წინ ელოდებოდა ბარიერი და შეენელებინა მოძრაობა, - ამის შესახებ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ გორის გვირაბთან გზა სრულად არ გადაიკეტა და იქ გასასვლელი იყო.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"განათება აბსოლუტურად კარგი იყო. ამასთანავე დადგინდა, რომ გვირაბში შესვლამდე ხახუბიას დაახლოებით 40-50 მეტრში მიყვებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ დროს ეუბნებოდნენ მას ხმოვანი სიგნალით, რომ წინ, გვირაბის მიღმა, 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
-0:31
ელოდებოდა ბარიერი, შეენელებინა მოძრაობა და გაჩერებულიყო", - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, ბექა ხახუბიას პოლიციის თანამშრომლების დაზიანების განზრახვა არ ჰქონია.
„ბექა ხახუბიას არანაირი განზრახვა არ ჰქონდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაზიანების, მათი ჯანმრთელობის ხელყოფის ან სხვა რაიმე ინტერესი არ ამოძრავებდა. მან გვერდი აუარა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც, იქ გაჩერებულ ავტომობილებს და მათ შორის გაიარა", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს დაიღუპა.
ambebo.ge

No comments:

Post a Comment