Thursday, December 21, 2017

ქუთაისში ყაჩაღობის დროს მოზარდი დაიჭრა

ქუთაისში,სულხან საბას ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა, რა დროსაც არასრულწლოვანი დაიჭრა.
შემთხვევა აიდინოვების ოჯახში მოხდა. დაზარალებულების თქმით, გვიან ღამით მათ სახლში სამი ნიღბიანი შეიჭრა და ოქრო და ფული მოითხოვა.
წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა იარაღიდან გაისროლა, რის შედეგედაც მათი 16 წლის შვილი ფეხის არეში დაიჭრა.
მოზარდი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაციას არკვევენ და განცხადებას მოგიანებით გაავრცელებენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment