Thursday, December 21, 2017

სოფო კილაძე: დევნილების ბინებით დაკმაყოფილების პროცესი მალე ბოლომდე მივა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, მალე დევნილების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროცესი ბოლომდე მივა.
„ის ოთხი მილიარდი, რაც გადმოირიცხა ჩვენი დონორი ქვეყნებიდან დევნილებისთვის 2008 წელს, კაცმა არ იცის, სად აორთქლდა, სად წავიდა ეს ფული, დარწმუნებული ვარ, დღეს ამ კითხვის დასმა არ მოუწევდათ არც  ბატონი სოზარისთვის,არც  ბატონი პრემიერისთვის, იმიტომ, რომ ყველა დენილი საქართველოში დაკმაყოფილებული იქნებოდა საცხოვრებლით. დღეს ჩვენ გვაქვს სწორი პოლიტიკა- ბიუჯეტის ფარგლებში რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ ამ ადამიანებს ფართებით და დარწმუნებული ვარ,  ძალიან მალე ეს პროცესი ბოლომდე მივა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
კითხვა დევნილებთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ პრემიერს დაუსვა. ხოშტარია დაინტერესდა, როდის დაკმაყოფილდებიან დევნილები ბინებით.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment