ძლიერ ადამიანებს განსაკუთრებული ჩვევები აქვთ. ისინი ახერხებენ საკუთარი ემოციების, აზრებისა და ქცევების მართვას, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. ვნახოთ, რას არ აკეთებენ ძლიერი ადამინები და იქნებ ჩვენც მოვახერხოთ ოდნავ უფრო ძლიერები და მიზანდასახულები გავხდეთ.
1. უაზრო წუწუნში დროს არ კარგავენ
ძლიერი ადამიანები უსაქმოდ არ სხედან, თავს არ იდანაშაულებენ და ფრჩხილებს არ იკვნეტენ იმაზე დარდით, რას იტყვიან სხვები მასზე. ამის ნაცვლად, ისინი მომავალზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და აღიარებენ, რომ ცხოვრება ყოველთვის არაა სამართლიანი და მარტივი.
2. საკუთარ თავზე კონტროლს არ კარგავენ
ისინი სხვებს არ აძლევენ მათზე მანიპულირების საშუალებას და არასდროს არ ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. ისინი არ იძახიან ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ჩემი უფროსი იძულებულს მხდის ცუდად ვიგრძნო თავი“, იმიტომ, რომ შეუძლიათ სიტუაციის რეგულირება და გადაწყვეტლებას თავად იღებენ.
3. ისინი არ გაურბიან ცვლილებებს
მორალურად ძლიერი ადამიანები არ ცდილობენ გაექცნენ ცვლილებებს. ნაცვლად ამისა, ისინი მიესალმებიან პოზიტიურ ცვლილებებს და მზად არიან იყვნენ მოქნილები. ისინი ხვდებიან, რომ ცვლილება გარდაუვალია და საკუთარი თავის იმედი აქვთ.
4. დროს არ კარგავენ იმაზე, რისი მართვაც არ შეუძლიათ
სულიერად ძლიერი ადამიანისგან თქვენ ვერ გაიგებთ წუწუნს ან პრეტენზიას ბარგის დაკარგვისას ან საცობში მოხვედრისას. ნაცვლად ამისა, ისინი ახდენენ კონცენტრაციას ისეთ საგნებზე ან მოვლენებზე, რომლის მართვაც შეუძლიათ. ისინი აღიარებენ, რომ ხანდახან ერთადერთი, რისი მართვაც მათ შეუძლიათ ეს არის მათი დამუკიდებულება მომხდართან.
5. არ ცდილობენ ყველასთვის თავის მოწონებას
მორალურად ძლიერი ადამიანები აღიარებენ, რომ შეუძლებელია ყველას და ყოველთვის მოსწონდე. აუცილებლობის შემთხვევაში მათ არ ეშინიათ „არას“ თქმა, არ ეშინიათ წინააღმდეგობის გაწევა. ისინი ცდილობენ იყვნენ კეთილები და სამართლიანები, მაგრამ შეუძლიათ იყვნენ შეუბრალებლები ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებსაც მათ უბედურებაში ხელი ურევიათ.
6. მათ არ ეშინიათ გაცნობირებულ რისკზე წასვლა
ისინი არ მიდიან გაუაზრებელ ან სულელურ რისკზე, მაგრამ არ ეშინიათ კარგად გააზრებულ რისკზე წასვლა. მორალურად ძლიერი ადამიანები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე, წინასწარ ფიქრობენ შესაძლო შედეგებზე და სარგებლის მიღებაზე, ისინი მოქმედების დაწყებამდე, ყურადღებით აგროვებენ ინფორმაციას შესაძლო დანაკარგზე.
7. წარსულს არ მისტირიან
მორალურად ძლიერი ადამიანები დროს ტყუილად არ კარგავენ წარსულზე ფიქრით და კიდევ იმაზე დარდით, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო.ისინი არ გაურბიან წარსულს და წარსულში დაშვებულ შეცდომებზე სწავლობენ. ისინი არ განიცდიან, არ ნერვიულობენ წარსულში მომხდარ, წარუმატებელ შემთხვევებზე და არც დიდების დღეებზე. ისინი ცხოვრობენ დღევანდელი დღით და აწყობენ გეგმებს მომავლისთვის.
8. ერთი და იგივე შეცდომას რამდენჯერმე არ უშვებენ
მორალურად ძლიერი ადამიანები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ქცევებზე და წარსულში დაშვებულ შეცდომებზე. საბოლოო ჯამში, ისინი არ იმეორებენ თავიანთ შეცდომებს. ნაცვლად ამისა, ისინი აგრძელებენ გზას და მომავალში უკეთესს გადაწყვეტილებებს იღებენ.
9. არ შურთ სხვა ადამიანების წარმატებების
მორალურად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ სხვა ადამიანების წარმატების ობიექტურად შეფასება და მათი სიხარულის გაზიარება. მათ არ შურთ და არ თვლიან თავიანთ თავს მოტყუებულად, ნაცვლას ამისა, ისინი აღიარებენ, რომ წარმატების მიღწევა არის ძალიან რთული და რომ მზად არიან ამისათვის თავდაუზოგავად იმუშაონ.
10. არ ნებდებიან პირველივე მარცხის შემდეგ
მორალურად ძლიერი ადამიანებისთვის მარცხი არ არის დანებების მიზეზი. ნაცვლად ამისა, მარცხს აღიქვამენ ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობად. მზად არიან გააგრძელონ მცდელობა მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.
11. მარტოობის არ ეშინიათ
მორალურად ძლიერი ადამიანები შეიძლება იყვნენ მარტოობაში, მათ არ ეშინიათ სიჩუმის და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის. ისინი სიამოვნებას იღებენ საკუთარი კომპანიით და არ არიან დამოკიდებულნი სხვა ადამიანებზე, მეგობრებზე.
12. არ მიაჩნიათ, რომ მთელი მსოფლიო მათთან ვალშია
მორალურად ძლიერი ადამიანები არ იბადებიან იმის ცოდნით ან იმედით, რომ სხვები იზრუნებენ მათზე და რომ მსოფლიოს ვალია მათი დახმარება.
13. არ ელიან მყისიერ შედეგებს
მუშაობენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ან ახალი წარმატებული ბიზნესის წამოწყებაზე, ისინი არ ელიან მყისიერ შედეგებს. ამის ნაცვლად, იყენებენ საკუთარ ცოდნას, არჩევენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საუკეთესო დროს და ხვდებიან, რომ რეალური ცვლილებები დიდ დროს მოითხოვს.
life.mediamall.ge