Wednesday, January 15, 2014

მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი დააკავეს

სამართალდამცავებმა მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, ლაშა ამირეჯიბი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ლაშა ამირეჯიბი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რომლებიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


საქმესთან დაკავშირებით ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ლაშა ამირეჯიბი "სახალხო კრების" წევრია.
AMBEBI.GE

No comments:

Post a Comment