Wednesday, January 15, 2014

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2014 – 5 მთავარი ცვლილება

1) 2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ.
2) 2014 წლის ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ტესტში წერისა და კითხვის გარდა აბიტურიენტების უნარები მოსმენის, ე.წ Listening-ის ნაწილშიც შემოწმდება. (100 ქულიანი ტესტიდან ამ დავალებისთვის სულ რვა ქულა გადანაწილდება.)
3) გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წლევანდელი გამოცდებისთვის ზღვარის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი შეიმუშავა. პროექტის მიხედვით იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად ზღვარის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ზღვართან მიახლოვებული ქულა მიიღეს.
4) ზოგადი უნარების ტესტების სავარაუდო პასუხებში მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატება.
5) 3 ქულით გაიზარდა ზოგადი უნარების საგამოცდო ბარიერი.

No comments:

Post a Comment