Saturday, January 4, 2014

7 ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება

ტონი ვაგნერი გახლავთ ჰარვარდის უნივრსიტეტის პროფესორი. ის 12 წლის განმავლობაში მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად და ასევე სკოლის დირექტორად, 2008 წელს გამოსცა წიგნი „The Global Achievement Gap“, რომერლიც მალევე გახდა ბესტსელერი და რამოდენიმე ენაზე ითარგმნა. წიგნი წარმოაჩენს სხვაობას, რასაც დღეს, თუნდაც, საუკეთესო სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან და იმ რეალურად ღირებულ თვისებებს შორის, რომელსაც მოითხოვს თანამდროვე ეკონომიკა და შრომის ბაზარი. წიგნის პირველ თავში აღწერილია 7 ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც სკოლის დამთავრებადე ყველა მოსწავლემ უნდა შეიძინოს იმისათვის, რომ შემდგომში იშოვნოს და შეინარჩუნოს კარგი სამსახური, ჰქონდეს წარმატებული კარიერა და თუნდაც, რომ იყოს კარგი მოქალაქე. რათა გამოევლინა ის უნარები, რაც ასე ფასობს 21 -ე საუკუნეში, ავტორმა გამოკითხა ასამდე წარმატებული ორგანიზაციის, მათ შორის, apple, Unilever, ასევე ამერიკის არმიის და სხვა სფეროს ხელმძღვანელები.
1. კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულნი თანამადროვე კონკურენციის პირობებში ორგანიზაციებს სჭირდებათ, რომ მათი ყველა თანამშრომელი იყოს მოაზროვნე, რომელსაც შეეძლება დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემები. ის დრო, როცა ხელმძღვანელები თავად წყვეტდნენ ყველა საკითხს წარმატებულმა კომპანიებმა კარგა ხანია წარსულს ჩააბარეს, ამიტომ პიროვნებას,რომელიც უშუალოდ ასრულებს საქმეს, აუცილებელია გააჩნდეს კარგი ანალიტიკური უნარები. მან უნდა გაზომოს, შეაფასოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. „ჰილტონი“ მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელი დამატებით 2000 დოლარს უხდის ყველა თანამშრომელს, იმისთვის, რომ მოიფიქრონ პრობლემების გადაჭრის თავიანთი ხედვები. კრიტიკული აზროვნება ნიშნავს არ მიიღო მოცემულობა ჭეშმარიტებად და დასვა კარგი კითხვები, რომელზეც სწორი პასუხის გაცემა მოიტანს პრობლემის ახლებურ გადაწყვეტას. როგორც კომპანია „ Dell“ – ის ვიცე პრეზდენტი ამბობს: „გუშინდელი პასუხები ვერ გადაჭრის დღევანდელ პრობლემას“. „ამასთან საპირისპიროდ მოსწავლეებს სკოლაში ასწავლიან, რომ დაიზეპირონ სწორი პასუხები“- ამბობს წიგნის ავტორი
2. მულტიკულტურულ გარემოში გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარი
დღეს წარმატებული კომპანიები თანამშრომლებს მთელი მსოფლიოდან უყრიან თავს, მათი წარმატებული მუშაობის უმთავრესი წინაპირობაა განსხვავებული კულტურის რელიგიის ღრმა პატივისცემა და დაფასება. გავლენით ხელმძღვანელობა გულისხმობს, თანამშრომლების მოტივირებას და მართვას არა ფორმალური ბერკეტებით, არამედ ლიდერული თვისებებით. ისწავლება თუ არა ეს თვისებები სკოლებში? ავტორის თქმით, განათლება არის ყველაზე იზოლირებური პროფესია მსოფლიოში. ფეხბურთელები როცა თამაშობენ მათ უამრავი ხალხი უყურებს, საკლასო ოთახის კარი კი დაკეტილია. როგორ შეიძლება ასეთ პირობებში პედაგოგები იყვნენ მოდელი გუნდური მუშაობის და გავლენით ლიდერობის.
3. სისხარტე და ადაპტაციის უნარი
სისხარტე ნიშნავს, რომ დააფიქსირო და სწრაფადვე გადაჭრა პრობლემები დამოუკიდებლად. ადაპტაციის უნარი ნიშნავს, რომ იმ შემთხევაშიც კი, თუ წლების განმავლობაში ერთ კომპანიაში მუშაობთ თანამედროვე ორგანიზაციები იცვლებიან წლიდან -წლამდე და ახდენენს რესტრუქტურიზაციას და ყოველი ასეთი რეორგანიზაციის შემთხვევაში ყველა თანამშრომელს უწევს რაღაც ახლის შესწავლა და მორგება ახალ გარემოსთან. ავტორის თქმით, ორივე ეს თვისება ადაპტაცია და სისხარტე ძალიან შორს არის ყოველდღიური სასკოლო ცხოვრებისაგან, სადაც ყველა დღე ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
4.ინიციატივა და მეწარმეობის უნარები
კომპანია “Cisco”-ს ვიცე პრეზიდენტის მტკიცებით, მას ურჩევნია ისეთი თამაშრომელი, რომელიც 10 ამბიციურ მიზანს სახავს და აღწევს,ვიდრე თუნდაც 7 ისეთი, რომელიც 6 ზუსტ მიზანს სახავს და ყველას ასრულებს. კომპანიებს სურთ თანამშრომლები, რომლებსაც ექნებათ ინიციატივები და თუნდაც დაუშვებენ შეცდომებს. მსოფლიოში ყველაზე ინოვატორი კომპანიები აფასებენ შეცდომას, რადგან მათ კარგად იციან, რომ შეცდომაზე უფრო მეტის სწავლა შეიძლება ვიდრე წარმატებაზე. რა ხდება სკოლებში?- მოსწავლეებს სჯიან შეცდომისთვის.
5.ეფექტური წერისა და კომუნიკაციის უნარი
ეს არის ნომერი პირველი საჩივარი მასწავლებლებთან კომპანიის ხელმძღვანელებისგან. ისინი გაკვირვებულნი არიან რომ ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ეფექტური წერის და ორალური კომუნიკაციის უნარი, მათ არ შეუძლიათ თავიანთი სათქმელი გადმოსცენ დამარწმუნებლად, ნათლად ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრება, რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა კომპანიისთვის.
6 საჭირო ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი
დღეს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისმა თანამშრომელმა არამარტო იცოდეს, თუ როგორ მიიღოს ინფორმაცია, არამედ გამოარჩიოს მასში საჭირო და სასარგებლო მხარეები, ასევე გაანალიზოს, თუ რა ინფორმაცია იქნება ღირებული მომავალში. 21 -ე საუკუნეში ინფორმაციის მოცულობა ყოველდღიურად არამარტო იზრდება, არამედ იცვლება კიდეც, მაგალითად, თუ გუშინ ვიცოდით, რომ 8 პლანეტა იყო დღეს შეიძლება გავიგოთ რომ მეცხრეც არსებობს ამ ინფორმაციას Google -ი უფრო სწრაფად და ზუსტად მოგვაწვდის, ვიდრე ჩვენ დავიმახსოვრებთ. მსგავსი ტექნოლოგიური მიღწევები ბუნებრივად აჩენს კითხვას რა არის დაზეპირების როლი განათლებაში, რომელზეც ამდენი დრო იხარჯება ?
7. ცნობისმოყვარეობა და წარმოდგენის უნარი
ეს ორი თვისება მთავარ როლს თამაშობს ინოვაციაში. ინოვაცია კი არის ის, რაც ამოძრავებს ეკონომიკას და ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, კაცობრიობის განვითარებისთვის
“სამწუხაროდ, დღეს არც ერთი ჩამოთვლილი თვისება სკოლებში არ ისწავლება და არც მოწმდება. ეს არ არის არც ერთი პედაგოგის ან დირექტორის ბრალი ეს არის მოძველებული სისტემის ბრალი, რომელიც საუკუნის წინ შეიქმნა და დღემდე არ განუცდია ცვლილება „- ტონი ვაგნერი
წყარო: 4motivi.com

No comments:

Post a Comment