Sunday, December 14, 2014

რექტორს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით რეგისტრაცია შეუჩერდა

 (photo: )
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ავთანდილ ღელაღუტაშვილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით რეგისტრაცია შეუჩერდა.    წინასწარი ინფორმაციით, რექტორის უფლებამოსილების შეჩერების დაწყების მიზეზი დოქტორის ხარისხის ნამდვილობა გახდა. 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის უფლებამოსილების შეჩერება ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებულმა დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობისა და მინიჭებული კვალიფიკაციების დასაქმების ბაზართან კავშირის უზრუნველყოფის დოკუმენტაციასთან შეუსაბამობამ გამოიწვია, რაც მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის თანამშრომელთა რეგისტრაციის შეწყვეტის მიზეზი ხდება.
შესაბამისად, ღელაღუტაშვილის უფლებამოისლების საკითხზე განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს რეაგირებისთვის უკვე მიმართა.  მოქმედი რეგულაციით, უნივერსიტეტის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა მოეთხოვება. ამდენად, დოქტორის ხარიხსის შეწყვეტა რექტორის უფლებამოსილებას ავოტმატურად აჩერებს. 
წინასწარი ინფორმაციით, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ავთო ღელაღუტაშვილმა შვებულებაში გასვლის თხოვნით მიმართა, თუმცა ჯერ უცნობია, დაეთანხმა თუ არა საბჭო უფლებამოსილებაშეჩერებული რექტორის თხოვნას. 
knews.ge ინფორმაციისათვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ სტატუსის შეჩერების გამო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ვალდებულია რიიგარეშე არჩევნები დანიშნოს, რასაც  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა უნდა მოჰყვეს სრული აკადემიური პარსონალის მიერ.

No comments:

Post a Comment