Sunday, December 11, 2016

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სახლის დამფუძნებელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - “კავკასიური კონფლიქტების შესახებ”

ორშაბათს, 26 დეკემბერს, 13:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სახლის დამფუძნებელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - “კავკასიური კონფლიქტების შესახებ.”

ზაზა ცოტნიაშვილი არის კავკასიის დემოკრატიის განვითარების ცენტრისა და განათლების სახლის დამფუძნებლი, პუბლიცისტი და მთარგმნელი, კითხულობს ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისს სახლემწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი არის ფრიდირხ ნაუმანის ფონდის მოწვეული ლექტორი კონფლიქტების გაშუქების მიმართულებით,  საქართველოს საპატრიარქოს რადიო “ივერიისა” და განათლების სახლის ერთობლივი გადაცემა “ჩვენი ცხინვალის” ავტორი და წამყვანი; საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის ნამდვილი წევრი; 
რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის ექსპერტი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი;

ცოტნიაშვილის კვლევისა და ლექციების თემატიკა მრავალფეროვანია: მედია და პოლიტიკა, მედია და სამართლებრივი საკითხები, მედია და კონფლიქტი, ჟურნალისტური ეთიკა, წერითი და ზეპირი კომუნიკაციები, წარმატების კანონები და სხვა.

გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 

ზაზა ცოტნიაშვილი სხვადასხვა დროს იყო ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების რექტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და მედიის სკოლის დეკანი, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” გადაცემის “მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე” თანაწამყვანი; 
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის კოორდინატორი; სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პოლიტიკურ მეცნიერებაში; საქართველოს პრეზიდენტის შიდა ქართლის რწმუნებულთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი; შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; პუბლიცისტური ჟურნალის „ახალგაზრდა ჟურნალისტის“ გამოცემის ხელმძღვანელი; გაზეთ „შიდა ქართლის“ რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი.

მონაწილეობდა პროექტების განხორციელებაში: განათლება და ჰუმანიზმი (პოლონეთი, ვარშავა); განათლების მართვა და განვითარების პოლიტიკა (დიდი ბრიტანეთი, ოქსფორდი); განათლებოს ხარისხის მართვა და ბოლონიის პროცესი (ბელგია, ბრიუსელი); თანამედროვე სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგია, (აშშ, აიოვა); ლიდერების ცენტრი ღია მსოფლიო-უმაღლესი განათლება-უნივერსიტეტის განვითარების ფონდი (აშშ, ჯორჯია) და სხვა; „შესაძლებლობების შექმნა გორის უნივერისტეტში“, პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ლატვიის საელჩოს მიერ: ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია: „ცოდნის მენეჯმენტის მიმდინარე გამოწვევები“, „ღია სამყარო“ - 2008, დაფინანსებულია აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის „ღია სამყაროს“ ლიდერთა ცენტრის მიერ და სხვა.

დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია: XX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ნოველა (ფილოლოგია) (1998) და სადოქტორო დისერტაცია: ქართულ-ოსური ურთიერთობის ასახვა პრესაში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე (მედია, პოლიტიკა) (2005); 
საკითხთან დაკავშირებით:


No comments:

Post a Comment