Sunday, May 15, 2016

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია

ათეულში მოქმედი პარლამენტარი მხოლოდ ორია.  
დღეს საღამოს  ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს კრება გაიმართა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 
რუსთავი2-თვის ცნობილი გახდა საარჩევნო სიის პირველი ათეული. თუმცა, შესაძლოა, სია არც დაემთხვეს ოფიციალურად გამოქვეყნებულს.   
პირველი ათეულის შემადგენლობა ასეთია: 1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია - საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი. ის მანამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე; 3. რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა და ახალა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი; 4. ნიკა მელია - თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 5. გიორგი ტუღუში - არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი; 6. ოთო კახიძე - ადვოკატი, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა; 7. სალომე სამადაშვილი - საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროკავშირსა და ბელგიაში; 8. ირაკლი აბესაძე - თბილისის საკრებულოს წევრი და ქალაქის ყოფილი ვიცე-მერი; 9. სერგი კაპანაძე - საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი და 10. სერგო რატიანი. 

პოლიტსაბჭო სიის მეორე ათეულზე მუშაობს. ოფიციალური სია, სავარაუდოდ, ხვალ ოფიციალურ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი. 

No comments:

Post a Comment