Friday, June 17, 2016

წელს საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები ან მასწავლებლობის მსურველები, თავიანთი პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან თავად ამობეჭდავენ

როგორც ცნობილია, 2016 წელს ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათის მიღების წესი და მისი ფორმა იცვლება.
წელს საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები ან მასწავლებლობის მსურველები, თავიანთი პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან თავად ამობეჭდავენ.
პ რ ო ც ე დ უ რ ა
აპლიკანტი ნებისმიერი ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის გამოყენებით, რომელიც, თავის მხრივ უერთდება პრინტერს, შედის მის პირად გვერდზე, რომელიც მას გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა. აღნიშნულ გვერდზე მას უჩნდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ნიშანი/ფუნქცია და მასზე დაკლიკებით ბეჭდავს ბარათს. ამობეჭდილ ფურცელზე დატანილი ინფორმაცია უნდა ჩანდეს გარკვევით და იკითხებოდეს უპრობლემოდ.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება. ეს არ იქნება პატარა ბარათი, არამედ  A4 ფორმატის ფურცელი. რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების ადგილმდებარეობის და ნომრის შესახებ და ასევე იმ მარშრუტების შესახებ, რომლებიც აპლიკანტების ცენტრამდე გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტეს, ბარათის ამობეჭდვის საშუალება აპლიკანტებს მომავალი კვირიდან, 20 ივნისის შემდეგ ექნებათ.

No comments:

Post a Comment