Saturday, July 22, 2017

ვ ი დ ე ო - ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა (უფასო კურსი თქვენი წარმატებისთვის)

მარკეტინგი გულისხმობს მომხმარებლის მოსმენასაც, ისევე, როგორც მასთან „საუბარს“. მარკეტის კვლევა შეიძლება იაფი და მარტივი იყოს. კვლევის ტექნიკის მოფიქრება ძნელი არაა, მთავარია, ჩვენ დავიკავოთ პოზიცია, რომ შეგვიძლია, მომხმარებლისგან სასარგებლო იდეები და თვალსაზრისები შევიტყოთ.
მე უპირატესობას ვანიჭებ ტერმინს „მომხმარებლის მოსმენა“, რადგანაც ტერმინი „ბაზრის კვლევა“ ბევრი ადამიანის წარმოდგენაში დიდი კორპორაციების მიერ წარმოებულ ძვირ და რთულ საქმიანობას უკავშირდება. შესაბამისად, შემოქმედებითი სექტორის ბევრი მცირე საწარმო დარწმუნებულია, რომ ბაზრის კვლევის ჩასატარებლად დრო და ფული არ გააჩნია. 
მაგრამ ბაზრის კვლევის მთავარი დაბრკოლება არის არა დრო ან ფული, არამედ ზედმეტი თავდაჯერებულობა. თუ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი ვიცით ჩვენი ბიზნესის შესახებ და მომხმარებლისგან ვერაფერსაც ვერ ვისწავლით, მაშინ ჩვენ მათ არასოდეს დავუგდებთ ყურს. თუ დარწმუნებული ვართ, რომ უკვე ზუსტად ვიცით, რა ფასეულობა აქვთ ჩვენს მომხმარებლებს, რა ფასს გადაიხდიან და როგორი გართობა მოეწონებათ, მაშინ მათ მოსმენას აზრი არ აქვს.
მეორე მხრივ, თუ ჩვენ ჩვენს არჩეულ და ფასეულ მომხმარებლებს პარტნიორებად მივიჩნევთ, მაშინ გვენდომება, გავიგოთ მათი აზრი. თუ გვესმის, რომ რომ შესაძლებელია, ისინი ჩვენს პროდუქტს ჩვენგან განსხვავებული კუთხით აღიქვამდნენ, მაშინ მათი პერსპექტივის შეტყობითაც დავინტერესდებით. თუ გვჯერა, რომ ჩვენს მომხმარებლებს შეიძლება ჰქონდეთ კარგი იდეები, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია, უგუნურება იქნებოდა, მათთვის შეკითხვა არ დაგვესვა.
შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი შემოქმედებითი უნარები და შევიმუშაოთ ჭკვიანური, მარტივი და ხელმისაწვდომი ხერხები იმისათვის, რომ რეგულარულად ვუსმინოთ მომხმარებელს და გამოვიყენოთ მათი იდეები და თვალსაზრისები.
ჩვენ შეგვიძლია, ვთხოვოთ მომხმარებლებს, მოგვაწოდონ გამოხმაურება ჩვენს პროდუქტზე, შეგვიძლია, მოვიწვიოთ ისინი გაუმჯობესების შემოსათავაზებლად, შეიძლება, მოვაწყოთ გამოკითხვა, ყველაზე მეტად რა მოსწონთ. შეგვიძლია, გამოვიყენოთ ონლაინ კითხვარები ან უბრალოდ ვესაუბროთ მათ; შეგვიძლია, გვყავდეს მომხმარებელთა არაოფიციალური „ფოკუს-ჯგუფი“ ან ჩამოვაყალიბოთ მომხმარებელთა ფორუმი. ბევრი მეთოდის გამოყენება შეგვიძლია, თუ წარმოსახვას მოვუხმობთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ჩვენი შემოქმედებითი საწარმოები ჩვენი შერჩეული ბაზრის სეგმენტების მოსმენით და ჩვენი ყველაზე უფრო ფასეული მომხმარებლის პარტნიორად მიჩნევით.

ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment