Sunday, March 3, 2019

ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ესტონეთის ერთპალატიან პარლამენტში დღეს 101 დეპუტატს აირჩევენ წერს  Day.Az  
ადგილობრივი პოლიტოლოგების შეფასებით, ლიდერის პოზიცია უჭირავს ცენტრალური პარტიის კოალიციას. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ხმის მიცემის პროცედურა  ადგილობრივი დროით 09:00 დაიწყო და 20:00 დასრულდება. 451 საარჩევნო უბანი მუშაობს. არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაცია 10-მა პარტიამ და 15-მა დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიარეს. 
ესტონეთში არჩევნებს სხვადასხვა ქვეყნებიდან 109 დამკვირვებელი აკვირდება. ესტონეთში არ მიმდინარეობს ექზითპოლები, თუმცა უბნების დახურვის შემდეგ ცნობილი იქნება ელექტრონულად ხმის მიცემის შედეგები.  
ესტონეთში 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 330 ეთნიკურად რუსია. მოსახლეობის 6% (76 ათასი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა. 
ესტონეთის პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო. წინასწარი პროგნოზით „ესტონეთის კონსერვატორული-სახალხო პარტია“ გამოკითხვით ხმების 17,3%-ს მიიღებს. სოციალ-დემოკრატები 11,9%, პარტია „სამშობლო“ 10,1. „ლიბერალური ესტონეთის“ რეიტინგი 4,3%-ია
imedinews.ge

მედია: ედ შირანი საიდუმლოდ დაქორწინდა


ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი საიდუმლოდ დაქორწინდა. მისი რჩეული კი ჩერი სიბორნია. ამის შესახებ ABC წერს.
ამავე ცნობით, საქორწინო ცერემონია სუფოლკში გაიმართა და მას წყვილის უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, სულ 40 ადამიანი. როგორც ჩანს, ედმა და ჩერიმ ცნობილი ადამიანები არ დაპატიჟეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Saturday, March 2, 2019

რომელი განწყობა გაქვს დღის რეჟიმში? რომელ განწყობას გეგმავ ხვალ?

ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ პოზიტიური განწყობები ჩვენი ცხოვრების წარმატების საიდუმლოა. ძალიან ბევრი ფსიქოლოგი საუბრობს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს “ ფიქრის ძალა ".

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ ამის შესახებ მოკლედ ვთქვათ. ესეიგი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ის რაზეც ვფიქრობთ სამყაროში გაგზავნილი მესიჯია, რომელიც აუცილებლად მოხდება ჩვენს ცხოვრებაში.

შეიძლება ეს ძალიან ბანალურად ჟღერს, დაახლოვებით ასე “ ჩაიფიქრე და აგისრულდება ". კიდევ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ შესაძლოა ვფიქრობდეთ რაიმეს, რაც ძალიან არ გვინდა რომ მოხდეს, მაგრამ, სწორედ ის ხდება. რამდენჯერ შეიძლება ცხოვრებაში გვითქვამს“ რისიც მეშინოდა, ზუსტად ის დამემართაო." ეს ის ფენომენია ზუსტად რომ კი არ გინდა რომ მოხდეს მაგრამ რადგან ფიქრობ, 
ბუმერანგივით დაბრუნდა უკან
მოდით გადავხედოთ რას ვფიქრობთ მთელი დღის განმავლობაში.
ყველას ჩვენ ჩვენი დღის რეჟიმები გვაქვს, სკოლა, სამსახური, ოჯახი, პასუხისმგებლობები, ფინანსები. ადამიანის ცხოვრება იწყება და მიედინება ჩვეული რეჟიმით, და რას ვფიქრობთ ამ დროს. ვანგარიშობთ, ვუსურვებთ, ვესალმებით, ვუღიმით, ვუბრაზდებით თუ პირადად არა ცალკე მაინც, უკმაყოფილონი ვართ, სხვას ვაკრიტიკებთ, ეს ყველაფერი სამყაროში გაგზავნილი ემოციებია რომელსაც აუცილებლად შეესხმება ფრთები
არ არსებობს რელიგია რომელიც არა ასწავლის რომ რწმენა დიდი ძალაა, შენი ცხოვრება არის ის რისიც გწამს. ასევე აღსანიშნავია რა არის ლოცვა, ის ემოცია რაც ლოცვას მოყვება, როცა სრულიად გულწრფელი ხარ და ფიქრობ თუ ჯანმრთელობაზე თუ კარგად ყოფნაზე. რატომ არის რომ ამბობენ თუ გულით შესთხოვ შეგისრულდება. თუ გწამს და გჯერა ასეც იქნება.
ამიტომ დიდი გულისყურით უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ფიქრები და სურვილები. ალბათ ისიც გაგონილი გექნებათ მამა გაბრიელი რომ ამბობდა მეშინია რამე ისეთზე არ ვიფიქრო, რომ ამისრულდესო. ამიტომ მეცნიერების კვლევებითა და რელიგიური სწავლებით ცნობილია რომ ჩვენი აზრები უნდა გავაკონტროლოთ, რა განწყობებით იწყება დღე, ჩქარ ჩქარა გამზადებით გარბოხართ სამსახურში, სკოლაში თუ შეხვედრაზე, და თუნდაც იგვიანებდეთ ნუ იფიქრებთ იმ ნეგატივზე რაც შეიძლება დაგვიანებას მოყვეს, იფიქრეთ რომ თითქმის შეუმჩნეველი დარჩება და ყველაფერი კარგად იქნება . წარმატებული დღე.
intermedia.ge

დამლაგებელმა ლონდონის ავტობუსში 300 000 ფუნტი იპოვა

დამლაგებელმა ლონდონის ავტობუსში 300 000 ფუნტი იპოვა, რის შემდეგაც თანხა პოლიციას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული The Sun-ი ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამავე წყაროს ინფორმაციით, დამლაგებელმა დალაგებისას ავტობუსში ყავისფერი კონვერტი იპოვა, რომელშიც კოლოსალური თანხა 300 000 ფუნტი აღმოჩნდა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ თანხა ერთ-ერთ მგზავრს დარჩა და ის მხოლოდ მაშინ იპოვეს, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გასაწმენდად გადაიყვანეს
imedinews.ge

ჯანო ანანიძემ „მოსკოვის ლოკომოტივს“ გოლი გაუტანა

ჯანო ანანიძემ "კრილია სოვეტოვის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თავის გამოჩენა მოსკოვის ლოკომოტივის წინააღმდეგ შეძლო.
რუსეთის „პრემიერლიგის“ მე-18 ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ „კრილია სოვეტოვს“ საკუთარ მოედანზე მასპინძლობს. ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა მე-19 წუთზე მოახერხა. მოსკოვში შემდგარი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აი რა ბედი ეწია საქართველოს ოკუპაციაში მონაწილე რუს სამხედროებს და მათ ქართველ "დამქაშებს

ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ თუ როგორ დაამთავრეს სიცოცხლე საქართველოს 1921 წლის სისხლიან ოკუპაციაში მონაწილეებმა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

იოსებ სტალინი-ოკუპაციის სულისჩამდგმელი. მოწამლეს 1953 წელს. 
სერგო ორჯონიკიძე-ოკუპაციის ერთერთი სულისჩამდგმელი და ტექნიკური შემსრულებელი. კავკასიის ფრონტის მმართველობის წევრი. თავი მოიკლა 1937 წელს.
ვლადიმერ გიტისი-კავკასიის ფრონტის სარდალი. დახვრიტეს 1938 წელს.
🙏 საქართველოს საპატრიარქო.
სემიონ პუგაჩევი-კავკასიის ფრონტის შტაბის უფროსი, დააკავეს 1938 წელს. გარდაიცვალა ციხეში 1943 წელს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ანატოლი გეკერი-მეთერთმეტე არმიის სარდალი. გაიზარდა თბილისში. დახვრიტეს 1937 წელს.
ვალერი კუიბიშევი-თბილისის აღების ოპერაციის ერთერთი მეთაური. გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში 1935 წელს საკუთარ სამუშაო კაბინეტში.
მიხეილ ველიკანოვი-მეოცე მსროლელი დივიზიის მეთაური. თბილისის აღების ოპერაციის ერთერთი მეთაური. დახვრიტეს 1938 წელს.
სერგეი კიროვი-რუსეთის ელჩი საქართველოში 1920 წელს. წითელი არმიის პოლიტმუშაკი კავკასიაში. წითელი არმიის შენაერთებთან ერთად შემოვიდა საქართველოში თერგის მხრიდან 1921 წელს. მოკლეს 1934 წელს.
მიხაილ ლევანდოვსკი-მეათე არმიის სარდალი. თბილისელი. ხელმძღვანელობდა საქართველოში შეჭრის ოპერაციას დარიალის და მამისონის უღელტეხილებიდან. დახვრიტეს 1938 წელს.
ალექსანდრე შირმახერი-მეთვრამეტე ქვეითი დივიზიის მეთაური. 1953 წელს გარდაიცვალა ციხეში, სადაც გაატარა 13 წელი.
პეტრე კურიშკო-მეთვრამეტე საკავალერიო დივიზიის მეთაური. ქართველმა ჯარისკაცებმა მოკლეს 1921 წლის 18 თებერვალ დედოფლისწყაროს რაიონში ყაზარმის ეზოში.
დიმიტრი ჟლობა-მეთვრამეტე საკავალერიო დივიზიის მეთაური. დახვრიტეს 1937 წელს.
ალექსანდრე კოზიცკი-მეცხრე ქვეითი დივიზიის მეთაური. დახვრიტეს 1937 წელს.
პაველ სიტინი-საქართველოში 1920-1921 წლებში რუსული დაზვერვის ხელმძღვანელი, თადარიგის გენერალი. დახვრიტეს 1938 წელს.
შალვა ელიავა-მეთერთმეტე არმიის საბჭოს წევრი. საბჭოთა საქართველოს სამხედრო-საზღვაო კომისარი 1921 წელს. დახვრიტეს 1937 წელს.
აბელ ენუქიძე-კომუნისტი იდეოლოგი. 1921 წლის მოქმედების მონაწილე. საქართველოს გასაბჭოების თავგამოდებული მომხრე. დახვრიტეს 1937 წელს.
ეფრემ ეშბა-აფხაზური ბანდფორმირებების მეთაური, გამოდიოდა წითელი არმიის მხარეს. დახვრიტეს 1939 წელს.
ქაზიმ ყარაბექირი-თურქული ჯარების სარდალი, რომელმაც მოახდინა ბათუმის, არდაგანის და მესხეთის ოკუპაცია 1921 წელს დაიღუპა გულის უკმარისობით 1948 წელს.
მეთერთმეტე არმიის ადგილობრივი მხარდამჭერი მოღალატე ქართველები.
ბუდუ მდივანი-დახვრიტეს 1937 წელს.
საშა გეგეჭკორი-1928 წელს თავი მოიკლა.
მამია ორახელაშვილი-დახვრიტეს 1937 წელს.
ბესარიონ კვირკველია-დახვრიტეს 1937 წელს.
გიორგი ელისაბედაშვილი-დახვრიტეს 1937 წელს.
პეტრე აღნიაშვილი-დახვრიტეს 1937 წელს.
ბარონ ბიბინეიშვილი (სტალინის უახლოესი მეგობარი) დახვრიტეს 1938 წელს.
პ.ს
გარდა აქ დასახელებული პირებისა 100-ზე მეტი პირი, რომელიც 1921 წელს მონაწილეობას იღებდა საქართველოს ოკუპაციაში დახვრიტეს ან გადაასახლეს.
intermedia.ge

ბარსელონას“ გვერდმა „ელ კლასიკოზე“ ლუკა მოდრიჩს დასცინა

სოციალურ ქსელში კატალონიის „ბარსელონას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით ლუკა მოდრიჩს დასცინა...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთ მომენტში ხორვატი ფეხბურთელი ლიონელ მესის მაისურით იჭერდა.

სოციალურ ქსელში „ბარსელონელებმა“ განაცხადეს, რომ არგენტინელი ფეხბურთელის მაისურის მიღება კატალონიელთა ონლაინ მაღაზიაში ბევრად მარტივია
Halamdrid.ge