ესტონეთის ერთპალატიან პარლამენტში დღეს 101 დეპუტატს აირჩევენ წერს Day.Az
ადგილობრივი პოლიტოლოგების შეფასებით, ლიდერის პოზიცია უჭირავს ცენტრალური პარტიის კოალიციას.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 09:00 დაიწყო და 20:00 დასრულდება. 451 საარჩევნო უბანი მუშაობს. არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაცია 10-მა პარტიამ და 15-მა დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიარეს.
ესტონეთში არჩევნებს სხვადასხვა ქვეყნებიდან 109 დამკვირვებელი აკვირდება. ესტონეთში არ მიმდინარეობს ექზითპოლები, თუმცა უბნების დახურვის შემდეგ ცნობილი იქნება ელექტრონულად ხმის მიცემის შედეგები.
ესტონეთში 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 330 ეთნიკურად რუსია. მოსახლეობის 6% (76 ათასი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
ესტონეთის პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო. წინასწარი პროგნოზით „ესტონეთის კონსერვატორული-სახალხო პარტია“ გამოკითხვით ხმების 17,3%-ს მიიღებს. სოციალ-დემოკრატები 11,9%, პარტია „სამშობლო“ 10,1. „ლიბერალური ესტონეთის“ რეიტინგი 4,3%-ია
imedinews.ge
No comments:
Post a Comment