Saturday, March 2, 2019

რომელი განწყობა გაქვს დღის რეჟიმში? რომელ განწყობას გეგმავ ხვალ?

ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ პოზიტიური განწყობები ჩვენი ცხოვრების წარმატების საიდუმლოა. ძალიან ბევრი ფსიქოლოგი საუბრობს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს “ ფიქრის ძალა ".

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ ამის შესახებ მოკლედ ვთქვათ. ესეიგი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ის რაზეც ვფიქრობთ სამყაროში გაგზავნილი მესიჯია, რომელიც აუცილებლად მოხდება ჩვენს ცხოვრებაში.

შეიძლება ეს ძალიან ბანალურად ჟღერს, დაახლოვებით ასე “ ჩაიფიქრე და აგისრულდება ". კიდევ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ შესაძლოა ვფიქრობდეთ რაიმეს, რაც ძალიან არ გვინდა რომ მოხდეს, მაგრამ, სწორედ ის ხდება. რამდენჯერ შეიძლება ცხოვრებაში გვითქვამს“ რისიც მეშინოდა, ზუსტად ის დამემართაო." ეს ის ფენომენია ზუსტად რომ კი არ გინდა რომ მოხდეს მაგრამ რადგან ფიქრობ, 
ბუმერანგივით დაბრუნდა უკან
მოდით გადავხედოთ რას ვფიქრობთ მთელი დღის განმავლობაში.
ყველას ჩვენ ჩვენი დღის რეჟიმები გვაქვს, სკოლა, სამსახური, ოჯახი, პასუხისმგებლობები, ფინანსები. ადამიანის ცხოვრება იწყება და მიედინება ჩვეული რეჟიმით, და რას ვფიქრობთ ამ დროს. ვანგარიშობთ, ვუსურვებთ, ვესალმებით, ვუღიმით, ვუბრაზდებით თუ პირადად არა ცალკე მაინც, უკმაყოფილონი ვართ, სხვას ვაკრიტიკებთ, ეს ყველაფერი სამყაროში გაგზავნილი ემოციებია რომელსაც აუცილებლად შეესხმება ფრთები
არ არსებობს რელიგია რომელიც არა ასწავლის რომ რწმენა დიდი ძალაა, შენი ცხოვრება არის ის რისიც გწამს. ასევე აღსანიშნავია რა არის ლოცვა, ის ემოცია რაც ლოცვას მოყვება, როცა სრულიად გულწრფელი ხარ და ფიქრობ თუ ჯანმრთელობაზე თუ კარგად ყოფნაზე. რატომ არის რომ ამბობენ თუ გულით შესთხოვ შეგისრულდება. თუ გწამს და გჯერა ასეც იქნება.
ამიტომ დიდი გულისყურით უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ფიქრები და სურვილები. ალბათ ისიც გაგონილი გექნებათ მამა გაბრიელი რომ ამბობდა მეშინია რამე ისეთზე არ ვიფიქრო, რომ ამისრულდესო. ამიტომ მეცნიერების კვლევებითა და რელიგიური სწავლებით ცნობილია რომ ჩვენი აზრები უნდა გავაკონტროლოთ, რა განწყობებით იწყება დღე, ჩქარ ჩქარა გამზადებით გარბოხართ სამსახურში, სკოლაში თუ შეხვედრაზე, და თუნდაც იგვიანებდეთ ნუ იფიქრებთ იმ ნეგატივზე რაც შეიძლება დაგვიანებას მოყვეს, იფიქრეთ რომ თითქმის შეუმჩნეველი დარჩება და ყველაფერი კარგად იქნება . წარმატებული დღე.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment