Saturday, March 2, 2019

აი რა ბედი ეწია საქართველოს ოკუპაციაში მონაწილე რუს სამხედროებს და მათ ქართველ "დამქაშებს

ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ თუ როგორ დაამთავრეს სიცოცხლე საქართველოს 1921 წლის სისხლიან ოკუპაციაში მონაწილეებმა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

იოსებ სტალინი-ოკუპაციის სულისჩამდგმელი. მოწამლეს 1953 წელს. 
სერგო ორჯონიკიძე-ოკუპაციის ერთერთი სულისჩამდგმელი და ტექნიკური შემსრულებელი. კავკასიის ფრონტის მმართველობის წევრი. თავი მოიკლა 1937 წელს.
ვლადიმერ გიტისი-კავკასიის ფრონტის სარდალი. დახვრიტეს 1938 წელს.
🙏 საქართველოს საპატრიარქო.
სემიონ პუგაჩევი-კავკასიის ფრონტის შტაბის უფროსი, დააკავეს 1938 წელს. გარდაიცვალა ციხეში 1943 წელს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ანატოლი გეკერი-მეთერთმეტე არმიის სარდალი. გაიზარდა თბილისში. დახვრიტეს 1937 წელს.
ვალერი კუიბიშევი-თბილისის აღების ოპერაციის ერთერთი მეთაური. გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში 1935 წელს საკუთარ სამუშაო კაბინეტში.
მიხეილ ველიკანოვი-მეოცე მსროლელი დივიზიის მეთაური. თბილისის აღების ოპერაციის ერთერთი მეთაური. დახვრიტეს 1938 წელს.
სერგეი კიროვი-რუსეთის ელჩი საქართველოში 1920 წელს. წითელი არმიის პოლიტმუშაკი კავკასიაში. წითელი არმიის შენაერთებთან ერთად შემოვიდა საქართველოში თერგის მხრიდან 1921 წელს. მოკლეს 1934 წელს.
მიხაილ ლევანდოვსკი-მეათე არმიის სარდალი. თბილისელი. ხელმძღვანელობდა საქართველოში შეჭრის ოპერაციას დარიალის და მამისონის უღელტეხილებიდან. დახვრიტეს 1938 წელს.
ალექსანდრე შირმახერი-მეთვრამეტე ქვეითი დივიზიის მეთაური. 1953 წელს გარდაიცვალა ციხეში, სადაც გაატარა 13 წელი.
პეტრე კურიშკო-მეთვრამეტე საკავალერიო დივიზიის მეთაური. ქართველმა ჯარისკაცებმა მოკლეს 1921 წლის 18 თებერვალ დედოფლისწყაროს რაიონში ყაზარმის ეზოში.
დიმიტრი ჟლობა-მეთვრამეტე საკავალერიო დივიზიის მეთაური. დახვრიტეს 1937 წელს.
ალექსანდრე კოზიცკი-მეცხრე ქვეითი დივიზიის მეთაური. დახვრიტეს 1937 წელს.
პაველ სიტინი-საქართველოში 1920-1921 წლებში რუსული დაზვერვის ხელმძღვანელი, თადარიგის გენერალი. დახვრიტეს 1938 წელს.
შალვა ელიავა-მეთერთმეტე არმიის საბჭოს წევრი. საბჭოთა საქართველოს სამხედრო-საზღვაო კომისარი 1921 წელს. დახვრიტეს 1937 წელს.
აბელ ენუქიძე-კომუნისტი იდეოლოგი. 1921 წლის მოქმედების მონაწილე. საქართველოს გასაბჭოების თავგამოდებული მომხრე. დახვრიტეს 1937 წელს.
ეფრემ ეშბა-აფხაზური ბანდფორმირებების მეთაური, გამოდიოდა წითელი არმიის მხარეს. დახვრიტეს 1939 წელს.
ქაზიმ ყარაბექირი-თურქული ჯარების სარდალი, რომელმაც მოახდინა ბათუმის, არდაგანის და მესხეთის ოკუპაცია 1921 წელს დაიღუპა გულის უკმარისობით 1948 წელს.
მეთერთმეტე არმიის ადგილობრივი მხარდამჭერი მოღალატე ქართველები.
ბუდუ მდივანი-დახვრიტეს 1937 წელს.
საშა გეგეჭკორი-1928 წელს თავი მოიკლა.
მამია ორახელაშვილი-დახვრიტეს 1937 წელს.
ბესარიონ კვირკველია-დახვრიტეს 1937 წელს.
გიორგი ელისაბედაშვილი-დახვრიტეს 1937 წელს.
პეტრე აღნიაშვილი-დახვრიტეს 1937 წელს.
ბარონ ბიბინეიშვილი (სტალინის უახლოესი მეგობარი) დახვრიტეს 1938 წელს.
პ.ს
გარდა აქ დასახელებული პირებისა 100-ზე მეტი პირი, რომელიც 1921 წელს მონაწილეობას იღებდა საქართველოს ოკუპაციაში დახვრიტეს ან გადაასახლეს.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment