Monday, March 4, 2019

The Prodigy-ის სოლისტმა თავი მოიკლა

ჯგუფი The Prodigy-ს სოლისტის კიტ ფლინტის სიკვდილით მიზეზი თვითმკვლელობა იყო. ამის შესახებ ჯგუფმა Instagram-ზე დაწერა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ახალი ამბავი სიმართლეა. არ მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ჩვენმა ძმა კიტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ნამდვილ შოკში ვარ, გაბრაზებული და გულგატეხილი“, - წერენ ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელშიკიტ ფლინტი 1969 წელს ლონდონში დაიბადა. 1990 წელს ის ელექტორნული მუსიკალური ჯგუფის  The Prodigy-ს მოცეკვავე გახდა. მოგვიანებით ის ჯგუფის ვოკალისტიც გახდა. მისი შესრულებაა ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერები Firestater და Breathe
imedinews.ge

ვინ იყვნენ წავკისი-თბილისის გზაზე ავარიაში დაღუპული ახალგაზრდები

წავ­კი­სი-თბი­ლი­სის გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას სამი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რი­ის შე­დე­გად, მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი 18, 20 და 23 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან გი­ორ­გი თა­თა­რაშ­ვი­ლი, გაგა ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ია­შა­ღაშ­ვი­ლი. ისი­ნი "ემიგ­რან­ტე­ბის ლა­ზა­თის" ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"გიო, მი­წამ რო­გორ უნდა მი­გი­ღოს?!
"ემიგ­რან­ტე­ბის არხი" ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, თა­ნა­უგ­რძნობს და სამ­ძი­მარს უცხა­დებს შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძეს "ემიგ­რან­ტე­ბის ლა­ზა­თის ჯგუ­ფის წევ­რის" გი­ორ­გი ია­შა­ღაშ­ვი­ლის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვის გამო.
(სამი გარ­დაც­ვლი­ლი­დან ორი გაგა ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ია­შა­ღაშ­ვი­ლი გახ­ლდათ "შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძის ემიგ­რან­ტე­ბის ლა­ზა­თის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტის იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე.
ავა­რი­ის თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მძღო­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რებს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

ambebi.ge

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძეს უსმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს უსმენენ. ხაზარაძემ დეპუტატებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია, რომელიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ იმ ტრანზაქციას ეხება, რის გამოც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ აჟიოტაჟია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ჩვენ გვჭირდებოდა თანხა, 17 მილიონის ოდენობით და მის სასესხებლად მივედით ორ ბიზნესმენთან, ერთი არის ავთო წერეთელი და მეორეს არ დავასახელებ, რადგან ძალიან ცნობილი პირია. მათ მივმართეთ, რომ გვჭირდებოდა 17 მილიონი. დაისვა კითხვა თუ რაში გვჭირდებოდა, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ J.P. Morgan-მა მოგვცა 60 მილიონი საუკეთესო პირობებით, გარანტია გადახდის არის ეს, გარიგებას ვხურავთ აგვისტოს შუა რიცხვებში და თქვენგან გვჭირდება მოკლევადიანი სესხი, რათა დაირიცხოს ეს თანხა. ავთო წერეთელი ჩემი მეგობარია, პარტნიორი და ვამაყობ მასთან მეგობრობით. არაერთხელ, როცა ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას ვხსნიდი, „ბატა“ იყო ეს თუ „ბაბილონი“, ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ვაფასებ, რამეთუ თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევით ურთიერთობებს, მგონი ეს ძალიან წაადგება ყველაფერს. მე არაერთხელ ამიღია სესხი მისგან და მისი კომპანიისგან და ეს სესხები არასდროს ყოფილა დაკავშირებული „თიბისი ბანკთან“. მე სატელეფონო საუბარი განვახორციელე ავთო წერეთელთან, ვუთხარი, რომ მჭირდებოდა თანხა, მითხრა როდის, რა გაქვს გარანტია, ავუხსენი სიტუაცია და ავთოსგან ავიღე 17%-იანი სესხი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, "თიბისი ბანკის“არაპროფილური ბიზნესი არ ჰქონია.
"ვერც ერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ, რომ "თიბისი ბანკს“ გაეკეთებინოს ინვესტირება იქ, სადაც მე და ბადრი ვიყავით აქციონერები. აი ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები "თიბისი ბანკს“ არ ეხება. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ და არასდროს ჩვენ ასეთი ოპერაცია არ გვიკეთებია“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძის თქმით, ის 27 წელი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მან სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქცია და საქმიანობა განმარტა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ფუნქცია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მოადგილეს და წევრებს არ გააჩნიათ, მათ არ აქვთ უფლება, ჩაერიონ საკრედიტო, რისკების ან ნებისმიერ სხვა კომიტეტებში, რომლებიც ბანკში სტრუქტურულ ერთეულადაა ჩამოყალიბებული.
„ჩვენ გვქონდა ორი მცდელობა, პირველი ჩვენ ვნახეთ ინვესტორი სწრაფად, ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი „ლეუმი“ ბანკი. საკითხი იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი აქციონერი, ორი საერთაშორისო საფინანსო აქციონერიდან, როგორც კი გაგვაჩერეს, მოვიდა წინადადებით, რომ ჩვენ მთლიანად უნდა გაგვეყიდა ბანკი. ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა, გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება 10-მა პროცენტიანმა დამფუძნებელმა ეს გააკეთოს, მაგრამ, როცა 2000 წელს ისინი მოვიწვიეთ ჩვენი კორპორატიული კულტურის გასაძლიერებლად, მათ მივეცით ძირითად საკითხებზე ვეტოს უფლება. ბანკი ჩერდება, მოდის აქციონერი და გვეუბნება, უნდა გაყიდოთ ბანკი. ჩვენ ვეუბნებით, რომ იქნებ ვიპოვოთ ინვესტორი, რომელიც პირველ ეტაპზე შემოვა, როგორც მინორიტარი, შემდეგ მზად ვართ, საკონტროლო პაკეტი გადავცეთ, მაგრამ მოგვეცით საშუალება, გავაგრძელოთ ბიზნესის კეთება“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დოკუმენტალურად დასაბუთებულია და კომიტეტზე წარადგენს მხოლოდ იმ დოკუმენტებს, რომელიც ხელმოწერილი და სამართლებრივად სავალდებულოა.
„ჩვენ მოვაწერეთ ასეთ დოკუმენტს ხელი „ლეუმი“ ბანკთან, სადაც ისინი შემოდიოდნენ 19.9 პროცენტით, საკმაოდ სერიოზული მულტიპლიკატორზე შევთანხმდით. ამ დოკუმენტის მოწერის შემდეგ, ეს ერთ-ერთი აქციონერი, კიდევ ვიღაცეებთან ერთად, მიემგზავრება ჩვენს გარეშე ისრაელში და ვეტოს ადებს ამ გარიგებას. ამას მოჰყვა ის, რომ „ლეუმი“ ბანკმა გვიჩივლა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან სერიოზული თანხა ჰქონდათ დახარჯული და გაოცებული დარჩნენ, რატომ იქნა ეს დოკუმენტი დაბლოკილი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, სურათი ასეთი იყო: რომ „თიბისი ბანკი“ გაჩერებულია, ეკონომიკა იზრდება, „თიბისი“ პატარავდება და მის ადგილს სხვა იკავებს.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში გასულ კვირასაც იყვნენ, თუმცა მაშინ საკომიტეტო მოსმენა ჩაიშალა. 
21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. 
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 28 თებერვალს პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეო სქემა, რომლითაც „თიბისი ბანკის“ საქმე გაშიფრა.
imedinews.ge

აპრილიდან დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება

2019 წლის აპრილიდან დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება. როგორც „რადიო იმედის“ დილის არხის ეთერში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა განაცხადა ახალი სამსახური კვლავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს აღარ დაექვემდებარება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მისი თქმით, ახალი სამსახურის მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება დასაქმების სახელმწიფო სერვისები.
„დასაქმების აგენტები და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან სამუშაოს პოვნაში, უფრო გაფართოვდება სამსახურის ფუნქციები, თუმცა პრინციპი რჩება იგივე - დასაქმების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე worknet.gov.ge “, - განაცხადა ბაზერაშვილმა.
მისივე თქმით, 5 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ხელშეწყობით 5000 ათასამდე ადამიანი დასაქმდა, განსაკუთრებით მოიმატა სტატისტიკამ 2018 წელს -1888 ადამიანი. ბაზერაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი სტრუქტურა ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის
imedinews.ge

Sunday, March 3, 2019

"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ცნობილია - "ევროვიზიაზე" საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენს

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს ოთო ნემ­სა­ძე წა­რად­გენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სულ ცოტა ხსნის წინ გა­მოვ­ლინ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ნა­ხეთ ვი­დეო: ოთო ნემ­სა­ძის ემ
პრო­ექ­ტის ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნეთს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ: ლიზა კა­ლან­და­ძე, ოთო ნემ­სა­ძე, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე და გი­ორ­გი ფრუ­ი­ძე. კონ­კურ­სან­ტებ­მა ფი­ნალ­ში "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წარ­სად­გე­ნი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს.
გრან­დი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე AMBEBI.GE-მ, რო­გორც პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თმა მხარ­დამ­ჭე­რმა, სა­კუ­თარი რჩე­უ­ლი და­ა­ჯილ­დო­ვა, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და - ლიზა კა­ლან­და­ძესAMBEBI.GE-სგან სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცა ორ­დღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა ორ პერ­სო­ნა­ზე "კაჭ­რე­თი ამ­ბა­სა­დორ­ში", გარ­და ამი­სა, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი რჩე­უ­ლის ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა გა­შუქ­დე­ბა AMBEBI.GE-ზე.
ambebi.ge

ანექსირებულ ყირიმში დაკავებული მართლმადიდებელი არქიეპისკოპოსი გაათავისუფლეს

ანექსირებულ ყირიმში დაკავებული მართლმადიდებელი არქიეპისკოპოსი გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მანამდე ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში რუსმა პოლიციელებმა დააკავეს უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყირიმის ეპარქიის არქიეპისკოპოსი კლიმენტი. 
კლიმენტი აპირებდა დასწრებოდა რუსეთში დაპატიმრებული უკრაინის მოქალაქის, პაველ გრიბას სასამართლო პროცესს დონის როსტოვში.
რუსეთის სამართალდამცველებს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
imedinews.ge

სტოლტენბერგი: შავ ზღვაში ნატოს ყოფნა გაძლიერდა

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რუსეთის მოქმედებების პასუხად, ალიანსის სამხედრო ყოფნა უკვე გაძლიერდა შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონში. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ილაპარაკა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან ვხედავთ რუსეთის მნიშვნელოვან გაძლიერებას, ვხედავთ, რომ რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ფართო სპექტრის შეიარაღების სისტემებში, მათ შორის ბირთვულ იარაღში და ჩვენ რეალობაში ვხედავთ, რომ რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით მოახდინა ჯერ მეზობელი უკრაინის ყირიმის უკანონო ანექსია და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მანამდე იენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა სოფიაში, სადაც აღინიშნა ბულგარეთის ნატოში გაწევრიანების მე-15 წლისთავი. ნატოს გენერალურმა მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ ალიანსის კარი ღიაა და ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ შეძლებს გავლენა მოახდინოს კონკრეტული ქვეყნის არჩევანზე და ალიანსის გადაწყვეტილებაზე
imedinews.ge