Monday, March 4, 2019

The Prodigy-ის სოლისტმა თავი მოიკლა

ჯგუფი The Prodigy-ს სოლისტის კიტ ფლინტის სიკვდილით მიზეზი თვითმკვლელობა იყო. ამის შესახებ ჯგუფმა Instagram-ზე დაწერა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ახალი ამბავი სიმართლეა. არ მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ჩვენმა ძმა კიტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ნამდვილ შოკში ვარ, გაბრაზებული და გულგატეხილი“, - წერენ ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელშიკიტ ფლინტი 1969 წელს ლონდონში დაიბადა. 1990 წელს ის ელექტორნული მუსიკალური ჯგუფის  The Prodigy-ს მოცეკვავე გახდა. მოგვიანებით ის ჯგუფის ვოკალისტიც გახდა. მისი შესრულებაა ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერები Firestater და Breathe
imedinews.ge

No comments:

Post a Comment