Monday, March 4, 2019

ვინ იყვნენ წავკისი-თბილისის გზაზე ავარიაში დაღუპული ახალგაზრდები

წავ­კი­სი-თბი­ლი­სის გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას სამი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რი­ის შე­დე­გად, მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი 18, 20 და 23 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან გი­ორ­გი თა­თა­რაშ­ვი­ლი, გაგა ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ია­შა­ღაშ­ვი­ლი. ისი­ნი "ემიგ­რან­ტე­ბის ლა­ზა­თის" ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"გიო, მი­წამ რო­გორ უნდა მი­გი­ღოს?!
"ემიგ­რან­ტე­ბის არხი" ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, თა­ნა­უგ­რძნობს და სამ­ძი­მარს უცხა­დებს შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძეს "ემიგ­რან­ტე­ბის ლა­ზა­თის ჯგუ­ფის წევ­რის" გი­ორ­გი ია­შა­ღაშ­ვი­ლის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვის გამო.
(სამი გარ­დაც­ვლი­ლი­დან ორი გაგა ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ია­შა­ღაშ­ვი­ლი გახ­ლდათ "შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძის ემიგ­რან­ტე­ბის ლა­ზა­თის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტის იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე.
ავა­რი­ის თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მძღო­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რებს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

ambebi.ge

No comments:

Post a Comment