Saturday, November 30, 2013

კიბოს და სხვა მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად



გთავაზობთ ონკოლოგების მიერ შემუშავებულ უნიკალურ რეცეპტს კიბოს და სხვა მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად.
ინგრედიენტები:

1. 15 ც. მწიფე ლიმონი
2. 12 თავი ნიორი
3. 1კგ. ნატურალური თაფლი
4. 400გრ. ხორბლის მარცვალი
5. 400 გრ. ნიგოზი

მომზადების წესი:


დავფქვათ ხორბლის მარცვლები; შემდეგ დავფქვათ ნიორი და ნიგოზი ერთად; დავაქუცმაცოთ (ბლენდერის მეშვეობით) 5ც. ლიმონი კანიანად; შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და დავამატოთ დარჩენილი 10 ც. ლიმონის , მხოლოდ წვენი; ბოლოს ვამატებთ თაფლს და ხელახლა კარგად ვურევთ. მიღებული მასა გადავიტანოთ მინის ქილაში ,კარგად მოვარგოთ ხუფი და შევდგათ მაცივარში,3დღის შემდეგ მზადაა გამოსაყენებლად.

გამოყენების წესი:


I ვარიანტი - 1-2 ს/კ ჭამამდე 30 წუთით ადრე,დღეში 4 ჯერ;
II ვარიანტი (ონკოლოგიური დაავადებების დროს) - 1-2 ს/კ ყოველ 2 საათში.

ეს უნიკალური რეცეპტი სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის:

- გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს;

- იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;

- ღვიძლის ,თირკმლისა და სასუნთქი გზების გასაწმენდად;

- გონებრივი შესაძლებლობების და მეხსიერების გასაუმჯობესებლად;

- ამცირებს გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს, არსებობის შემთხვევაში გამოიყენება მათ სამკურნალოდ;

- აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსებს პოსტოპერაციულ პერიოდში;

- უნარჩუნებს სხეულს სიჯანსაღეს, ენერგიას,ახალგზრდულ იერს, ვინაიდან შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინს,მინერაურ მარილებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, კარბოჰიდრატებს და ცხიმს.

mcvane.ge

კოჰაბიტაციის 100 დღიანი ანგარიში

კოჰაბიტაციის 100 დღიანი ანგარიშიპოსტ-დოქტორანტურის ინსტიტუტის, თსუ-ს საერთაშორისო პრემიის შემოღება ქართველოლოგიაში, სტუდენტური ფორუმი, რექტორის სტიპენდია წარჩინებულ სტუდენტს, რექტორის მრჩეველთა საბჭო, სახელმძღვანელოების თარგმნა - ეს იმ ცვლილებების და სიახლეების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ვლადიმერ პაპავამ თსუ-ს რექტორობის 100 დღის განმავლობაში განახორციელა. 

როგორ აფასებენ პროფესორები რექტორის მუშაობის 100 დღეს და რა პრობლემებია მოუგვარებელი? Aris.ge-განათლებასთან საუბარში პროფესორი ამირან ბერძენიშვილი ამბობს, რომ რექტორმა ბევრი რამ გააკეთა, თუმცა, ძირითადი პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს. ამაში ხელს უშლის უნივერსიტეტში შექმნილი კლანური სიტუაციები. სწავლების ხარისხი რეგრესს განიცდის. 

"როგორც პიროვნებას, ბატონ ლადოს მადლობას ვეტყვი, შეზღუდული უფლებების პირობებში ყველაფერს კანონის სრული დაცვით აკეთებს. ეს, მოქალაქეობრივი სიმამაცეა. თუმცა, კანონით უფლებები შეზღუდული აქვს. საჭიროა, რექტორს უფლებები გაეზარდოს, რომ რეფორმები გაატაროს. პრობლემებია უნივერსიტეტის ქვედა დინებებში, რაც რექტორმა ჩემზე უკეთ იცის. უმწვავესი პრობლემაა აკადემიური პერსონალის კონკურსის ობიექტურად ჩატარება. სწავლის ხარისხი უკან-უკან მიდის, რასაც სკოლიდან მოსული აბიტურიენტებიც განაპირობებენ. რთული ტექსტების გაგება უჭირთ, ჰგონიათ, პროფესორი კარგად ვერ ასწავლის ან წიგნია რთულად დაწერილი. მეცნიერება სერიალი არ არის. 150 კაციანი აუდიტორიები უკუშედეგს გვაძლევს, რადგან სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობას ვერ ვახერხებთ." - ამბობს ბერძენიშვილი. 
სამართლის მეცნიერებათა დოქტორის, ავთანდილ კახნიაშვილის თქმით, ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად რექტორს ბერკეტი არ გააჩნია.

"ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციას ცვლიან კონკრეტულ პიროვნებაზე მოსარგებად და არც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანა არ გაუჭირდებათ. იურიდიულად ეს შესაძლებელია, რაც რექტორის უფლებებს გაზრდის. წლების მანძილზე უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობდა. საუკეთესო ფიზიკოსები, მათემატიკოსები უნივერსიტეტიდან განდევნეს. ისინი კონკურსის წესით უნდა დააბრუნონ. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს. გასაგებია, რექტორი ვერ გაათავისუფლებს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უნივერსიტეტთან კონტრაქტი გაფორმებული აქვთ, მაგრამ გამოსავალი არსებობს. დაწერონ განცხადებები და წავიდნენ, მათ სხვა სამსახურებიც აქვთ. რეალური რეფორმა ეს იქნებოდა." -ამბობს კახნიაშვილი.

ჩვენი რესპოდენტების თქმით, საჭიროა სახელმწიფო ნება, რომ უნივერსიტეტი რეალურად განათლების კერად იქცეს და ძველი სტატუსი დაუბრუნდეს. 

ცხადია, კანონით უფლება შეზღუდული რექტორი ძირეულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს. ალბათ, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ თსუ-ს 10 დეპარტამენტიდან მხოლოდ ერთი - ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიცვალა.

კანონით ადმინისტარციის ხელმძღვანელის და რექტორის საქმიანობა ერთმანეთისგან გამიჯნულია. ალბათ, ამ გამიჯნულ ფუნქციას უნდა მივაწეროთ თსუ-ს კანცლერის, დავით ჩომახიძის თავნებობაც საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. 3 თვის წინ, თსუ-ს განცხადებით მივმართეთ, სადაც ვითხოვდით 2010-2011-2012 წლებში სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებული პროექტების დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ. მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ ინფორმაციის მოძიებას დიდი დრო სჭირდება და თანამშრომლებს ვერ მოაცდენდა. ეს ის კანცლერია, რომელიც გია ხუბუას რექტორობიდან დღემდე იკავებს ამ თანამდებობას. 

Aris.ge-განათლებისთვის მოცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში ლადო პაპავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ნება არსებობს და უნივერსიტეტმა ძველი სტატუსი და ღირსება უნდა დაიბრუნოს, მაგრამ ნიშნავს ეს, რომ პროცესს თვითონ ჩაუდგება სათავეში?

კანცლერ დავით ჩომახიძის ხელში კი ფინანსური დოკუმენტაცია ისევ დახურულია. 

გვინდა ასეთი კოჰაბიტაცია? 

სალომე არის© გოგოხია

Friday, November 29, 2013

როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში?

როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში?მასწავლებელი უნდა იყოს ექსპერტი შეკითხვების დასმისას, კითხვები უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ მოსწავლეებს თავად დაებადოთ კითხვები და ბოლომდე ჩაეძიონ საკითხებს.

გთავაზობთ 5 შეკითხვას, რომელიც მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ: 

#1. რას ფიქრობთ?

ეს შეკითხვა მოსწავლეებს ფიქრისაკენ მოუწოდებს და მათი გონება ახალი ინფორმაციის დამუშავებას იწყებს.

#2. რატომ ფიქრობთ ასე?
მას შემდეგ, რაც სტუდენტები თავის აზრს გაგაცნობენ პირველ შეკითხვაზე, ჩაეკითხეთ, თუ რატომ ფიქრობენ ამგვარად. ამ გზით ისინი საკუთარი მოსაზრების გამყარებას მიეჩვევიან.

#3. საიდან იცი ეს?
ამ კითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ გამოთქმული მოსაზრების დაკავშირებას იმ საკითხებთან, რომლებიც უსწავლიათ, უნახავთ ან გამოუცდიათ.

#4. შეგიძლია უფრო მეტი მითხრა ამ საკითხზე?
ეს შეკითხვეა მოსწავლეებ მეტის ფიქრისა და გახსენებისაკენ უბიძგებს.

#5. სხვა შეკითხვა ხომ არ გაქვს?
საუბრის პერიოდში მოსწავლეს, შესაძლოა შეკითხვები დაებადოს, დაეხმარეთ მას, რომ არ დარჩეს უპასუხოდ საინტერესო საკითხების შესახებ.

ამასთან, მთავარია, რომ მასწავლებლის ტონი იყოს მეგობრული, მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ გულწრფელად გაინტერესებთ მისი აზრი.

იყენებთ ამ შეკითხვებს გაკვეთილზე? თქვენ რა შეკითხვებით ცდილობთ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.
edu.aris.ge

უცხოური ენების პედაგოგთა კონფერენცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების მასწავლებელთათვის ორდღიანი კონფერენცია გამართა. შეხვედრას თბილისისა და საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული უცხოური ენების 160 მასწავლებელი ესწრებოდა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა:
  • უცხოური  ენების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • უცხოური  ენების სწავლებასა და სწავლაში არსებული სიახლეების გაცნობა-გაზიარებას;
  • თანამედროვე სამყაროში ენების შესწავლის მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.
კონფერენციაზე მასწავლებლებმა თავად წარმოადგინეს მოხსენებები  ისეთ თემებზე, როგორიცაა: ტრადიციები და ინოვაციები უცხოური ენების სწავლებისას; ინტერკულტურული დიალოგი-პლურილინგვალიზმის როლი 21 საუკუნის მოქალაქის ჩამოყალიბებაში; ინტერკულტურული კომუნიკაცია და განათლება; უწყვეტი პროფესიული განვითარება უცხოური ენების მასწავლებლებისათვის; უცხოური ენების სწავლება და ტექნოლოგიები.
მასწავლებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციების, უნივერსიტეტებისა და  მასწავლებელთა ასოციაციების წარმომადგენელთათვის, რომლებმაც პედაგოგებს  საკუთარი გამოცდილება გააცნეს და  ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს.
mes.gov.ge

სწავლების ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, შედეგი!


საერთაშორისო განათლების სახლი საქართველოსთვის
International House of Education for Georgia
T: 599201096, (0)570 50 2915, 

2 14 80 24
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდტორია #212, მეტრო დელისთან

მომზადება - საატესტატო,
ერთიანი ეროვნული,
სამაგისტრო გამოცდებისთვის
(30 ლარიდან)!

მოკლევადიანი სასერტიფიკატო სწავლება:
ბუღალტერია/ორისი, ოფისის მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, საბანკო საქმე, ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამა და უცხო ენა, ბიზნესინგლისური, ქართული/რუსული უცხოელებისთვის/Georgian and/or Russian for Foreigners, წარმატების კანონები, ჟურნალისტიკა, ტურიზმი
სწავლების ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, შედეგი!
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

საერთაშორისო განათლების სახლი საქართველოსთვის
T: 599201096, 570 50 2915, 

2 14 80 24
e-mail: hedu.ge@gmail.com, www.iHeduge.blogspot.com
დაგვიმეგობრდი: www.FaceBook.com/GanatlebisSakhli2000
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდტორია #212,


მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიიდან გამოაძევეს

საქართველოს ძიუდოისტთა  ნაკრები იაპონიიდან გამოაძევესძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრებები იაპონიიდან გამოაძევეს. ქართველი მოჭიდავეები სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ და გამოძევების მიზეზი ადგილობრივ წესებში გაურკვევლობა, ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა გახდა.
მომხდარის შესახებ  გაზეთ "ლელოს" ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია გუგავამ  უამბო. 
ამასთან, ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა შემდეგში გამოიხატა: ქართველი ძიუდოისტები ხმადაბლა ლაპარაკის ნაცვლად საუბრობდნენ ჩვეულ ტონში- ხმამაღლა; უსმენდნენ მუსიკას, რაც ასევე ნორმის დარღვევაა.  რიგითი მოქალაქისგანაც შევიდა საჩივარი მათზე ქუჩაში ველოსიპედით ზომაზე სწარაფად მოძრაობის შესახებ; ერთ-ერთ სპორტსმენმა კი სასტუმროში უნებლიედ ცეცხლმაქრი ბალონი აამუშავა. 
ორივე ნაკრები უკვე დაბრუნდა თბილისში. ამ ფაქტის გამო ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები, ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი პირად-გუნდურში ბექა ღვინიაშვილი (90) და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100) ძიგორო კანოს მემორიალში ვეღარ გამოვლენ. ისინი თავიანთი შეკრების დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს უნდა შეერთებოდნენ, მაგრამ საქართველოში ჩამოსულებმა ხელახლა ვიზის სწრაფად აღება ვერ შეძლეს.
ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდები იაპონიაში 11 ნოემბერს წავიდნენ ორკვირიან შეკრებაზე. მათ თავიდან ცუკუბას უნივერსიტეტში უნდა ევარჯიშათ, მერე კი კოდოკანში უნდა გადასულიყვნენ და იაპონელთა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გაევლოთ შეკრების დასკვნითი ნაწილი.
ipn.ge

Wednesday, November 27, 2013

სწავლების მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, შედეგი!

მომზადება - საატესტატო, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის (30 ლარიდან)!

მოკლევადიანი სასერტიფიკატო სწავლება: ბუღალტერია/ორისი, ოფისის მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, საბანკო საქმე, ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამა, ნებისმიერი უცხო ენა, ბიზნეს ინგლისური, ქართული/რუსული უცხოელებისთვის/Georgian and/or Russian for Foreigners, ჟურნალისტიკა, ტურიზმი.


ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, შედეგი!


გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!


საერთაშორისო განათლების სახლი საქართველოსთვის

ტელ.: 570 50 2915, 2 14 80 24, 599201096
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდიტორია #212, მეტრო დელისთან.

Tuesday, November 26, 2013

ამერიკის მთავრობის საჩუქარი სოფელ ქვემო ნიქოზს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სოფელ ქვემო ნიქოზში ახალი სკოლის შენობა გახსნეს.
გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლის შენობა 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაინგრა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, სწავლის პროცესი არ შეფერხებულა და სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, იყო სასწავლო პროცესთან და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებელი იყო სოფელ ქვემო ნიქოზში სკოლის ახალი შენობის აგება.
არსებული პრობლემით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაინტერესდა. თავდაცვის სფეროში ამერიკის ინჟინერთა კორპუსის მიერ შემუშავდა და დაფინანსდა ახალი სკოლის შენობის პროექტი. მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა. სკოლის შენობასთან ერთად,  ამერიკის საელჩომ სკოლას საჩუქრად სასკოლო ინვენტარიც გადასცა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად თანამედროვედ აღჭურვა იგი.
ლია გიგაურმა ამერიკის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავის მხრივ, სამინისტრო სკოლას უწყვეტი ინტერნეტით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სახელმძღვანელოებით, შესაბამისი ლიტერატურით შეივსება ბიბლიოთეკა და სკოლაზე აისახება ყველა ის სიახლე და რეფორმა, რასაც განათლების სამინისტრო სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის ახორციელებს.
mes.gov.ge

Monday, November 25, 2013

დეტალები პედაგოგთა სერთიციფირების ახალი სქემიდან

არასერთიფიცირებულ პედაგოგებს მესამე კატეგორიას მიანიჭებენგანათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პედაგოგთა სერთიფიცირების გამოცდა ტრანსფორმაციას განიცდის. Aris.ge-განათლებისთვის ცნობილი გახდა ახალი სქემის რამდენიმე დეტალი. კერძოდ, მასწავლებლის კატეგორია 4 ნაწილად განისაზღვრება - მესამე, მეორე, პირველი და უმაღლესი. არასერთიფიცირებულ პედაგოგებს მესამე კატეგორია მიენიჭებათ. 

შემდგომ კატეგორიის მისაღებად კი შესაბამისი კრედიტების დაგროვება მოუწევთ. შესაბამისად, კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება პედაგოგის ხელფასიც. 

როგორც Aris.ge-განათლებას პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ განუცხადა, ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებლის სტანდარტი განისაზღვრება. თუ არსებული კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლისთვის არასერთიფიცირებულებს პედაგოგის სტატუსი ავტომატურად შეუწყდებოდათ, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები კანონის ამ ნაწილის გაუქმებას ითვალისიწინებს. შედეგად, არასაერთიფიცირებულებს პედაგოგის სტატუსი აღარ შეუჩერდებათ და მესამე კატეგორია მიენიჭებათ. 

„მესამე კატეგორიის პედაგოგებს ანუ არასერთიფიცირებულებს, მეორე კატეგორიისთვის მისაღებ ვადად სამი წელი განესაზღვრებათ. თუ საჭირო რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებენ, მაშინ მომდევნო კატეგორიაში ვერ გადავა. თუმცა, წინა კატეგორიას არ დაკარგავს. შანსი აქვს, კვალიფიკაცია სერთიფიცირების გამოცდის ჩაბარებით აიმაღლოს. მასწავლებელს არჩევანის უფლება ექნება სერთიფიცირების გამოცდის თუ კრედიტების დარგოვების გზით გადავიდეს მომდევნო კატეგორიაში.“ - ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, მეორე კატეგორიიდან პირველ კატეგორიაში გადასვლის ვადად 4 წელი, ხოლო პირველიდან უმაღლესი კატეგორიის მისაღებად - 5 წელი განისაზღვრა. 

უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლები მენტორ-მასწავლებლები გახდებიან. 

„ შესაძლებელი ხდება, რომ უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი გვეყოლება, რადგან გასულ წლებში მათ სერთიფიცირები გამოცდები ჩააბარეს და ეს სტატუსი ავტომატურად მიენიჭებათ. ეს პროექტი დამუშავების პროცესშია. ჩვენ გავეცანით მასწავლებლის სტანდარტს, სქემის რამდენიმე დეტალს, რომელიც მისაღებია.“ - განმარტავს მაია კობახიძე. 

როდის მიიღებს საკანონმდებლო ორგანო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განსახილველად როდის მიიღებს, უცნობია. მაია კობახიძე ვარაუდობს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება, რადგან 2014 წლის გაზაფხულიდან ახალი სქემა უნდა ამოქმედდეს. 

სალომე არის© გოგოხია

Sunday, November 24, 2013

მასწავლებელთა სერტიფიცირების წესი შეიცვლება



მასწავლებელთა სერტიფიცირების წესი შეიცვლება

Saturday, November 23, 2013

შესაძლებლობა – ისწალოთ ბილ გეითსისა და მარკ ცუკერბერგისაგან/ Learn the Basics - from Bill Gates and Mark Zuckerberg

We announced the Hour of Code just weeks ago, and now 3 million students across almost 20,000 schools, in 150 countries have signed up. Wow.
Hour of Code map
This is shaping up to be the largest learning event in history. And we'd love your help to make it even bigger. Join us
Is your school on the list?
If not, tell a teacher you know to visit http://hourofcode.com to make history.
If each person reading this email asks one classroom to teach an Hour of Code, this movement will reach 20 million students.
Every child should learn computer science
Starting Dec. 9, anybody can learn the basics -- from Bill Gates, Mark Zuckerberg and Angry Birds, in over 20 languages. Set aside an hour to learn yourself, too.
Thank you for your support,

Hadi Partovi, founder, Code.org


P.S. Why are you receiving this? You watched our video and signed the petition athttp://code.org, to bring more code and computer science to all our schools. (Don’t worry, this isn’t a monthly newsletter, we’ll only send you rare, but important, updates. You’ll hear from us when the Hour of Code arrives, and then we’ll dial it down).

მოწევა – ჩვენი დროის უდიდესი პრობლემა


imageმოწევა კლავს" ბევრი სიგარეტის კოლოფზე შევხვდებით დღევანდელ ცხოვრებაში ამ ფრაზას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც აგრძელებს დღევანდელი მოსახლეობა მოწევას, ასევე მაინც აგრძელებენ სიგარეტის წარმოებას და გასაღებას.
რატომ? ეს კითხვა შეიძლება ბევრს დაებადოს და ბევრმაც პასუხი ვერ გასცეს, მე შემიძლია ამაზე გიპასუხოთ: როდესაც ადამიანი იწყებს მოწევას ეს მისთვის დიდ არაფერს წარმოადგენს ეს უბრალოდ გართობაა მისთვის და მეტი არაფერი, მაგრამ როდესაც გავა დრო ის გრძნობს რომ მოწევის სურვილი უფრო და უფრო ემატება, რადგანაც როდესაც სიგარეტის ერთ ღერს ეწევი ნიკოტინი აფართოებს სისხლ ძარღვებს და სისხლს აძლევს საშუალებას ტვინამდე სწრაფად მიაღწიოს, ეს იწვევს ეიფორიის შეგრძნებას რაც თავიდან დამწყებს მოსწონს და აგრძელებს ამის გაკეთებას. თუმცა დროთა განმავლობაში ტვინი ამ ყველაფერს ეჩვევა და ასე ვთქვათ “ზარმაცდება", ის ისტემატიურად ითხოვს ნიკოტინს თუმცა ამ დროს უკვე მწეველი ვერაფერს ვეღარ გრძნობს.
სანამ დავიწყებდეთ უბრალოდ სიგარეტის გასინჯვით მოდით დავფიქრდეთ იმაზე რომ სიგარეტი შეიცავს 2400-ამდე მავნე ნივთიერებას და ასევე გავიხსენოთ ის ფოტო რომელიც აქაა ნაჩვენები. გავაკეთოთ არჩევანი როგორი ფილტვები და როგორი ცხოვრების წესი გვინდა ჩვენ.
intermedia.ge

Friday, November 22, 2013

კონკურსი

ხარ სტუდენტი ან ახალგაზრდა მკვლევარი?!
გაინტერესებს რეგიონში მიმდინარე პროცესები?!
შენ შეგიძლია შეიტანო წვლილი პოსტ-საბჭოთა სივრცის შესახებ არსებული ინფორმაციული ვაკუუმის შევსებაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ტრანსფორმაციის პროცესების გაანალიზებით. და თუ გაინტერესებს ეს სფერო, მიჰყევი ინსტრუქციებს!
1. გადადით პოსტ საბჭოთა კვლევების ცენტრის გვერდზე -https://www.facebook.com/pages/Center-for-Post-Soviet-Studies/173194456049985?fref=ts - და მოიწონეთ ის!
2. გამოაგზავნე შენ მიერ დაწერილი სტატია შემდეგ მისამართზე: LKakhishvili@cpss.ge 2013 წლის 15 დეკემბრამდე. 
ქვემოთ მოცემულ ლინკზე იხილე პირობები:https://www.dropbox.com/s/fwl2c7jfkwdldqx/Call%20-%20ADPSP%20for%20Winter%20Issue%202014.pdf

Center for Post-Soviet Studies

ილია მე–2 –"წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი"

ყოველი ერი გასაკუთრებულ პატივს მიაგებს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.
წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.
საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.
საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე წმიდა გიორგი გამოსახულია, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი - ხატები. არცთუ იშვიათად წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.
10(23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.
„მეფე უგუნური (დიოკლეტიანე) ესწრაფოდა სიკვდილსა შენსა“, - ვკითხულობთ წმიდა გიორგის დაუჯდომელ ლოცვაში, - „ჭირთა დამთმენელო გიორგი, და ვითარცა მგელსა მშიერსა, სწყუროდა სისხლი შენი, ამისთჳსცა ბრძანა ურმის თვალსა ზედა წამებაჲ და საშინელთა სატანჯველთა მიცემაჲ შენი, ხოლო შენ, უფლისა მიერ ყოველივეს დამთმენელი, სასოებით მტკიცედ ჴმობდი ღმერთსა, ალილუია“.
წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის.
ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმიდა გიორგის, ამიტომაც წმიდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩვენი ეკლესიისაო“.

„წმიდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა. აი, ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება - წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლეტიანე, სიმბოლო სიკეთისა და ბოროტებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველთვის იყო და იქნება, ვიდრე დედამიწა იარსებებს. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს, ერს, ქვეყანას ამ ბრძოლის დროს შეეწევა, ღვთის ძალა და მადლია. თქვენ გახსოვთ, წმიდა გიორგი სისხლით რომ იცლებოდა, მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ“. დღეს ჩვენც გვესმის, სრულიად საქართველოს ესმის ეს ხმა უფლისა: „საქართველო, ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!“ ჩვენთან არს ღმერთი და ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს, რადგან ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა - განგებითა ღვთისათა პატრონი საქართველოსი, დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი მფარველნი არიან წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი და მრავალი ის წმიდანი, მოწამე, ღირსი მამა, მღვდელმთავარი, რომელიც ადიდებდა ღმერთს და თავისი ცხოვრებით მოიხვეჭა მადლი უფლისა. და აი, ამ წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათა, მღვდელმთავართა და ყოველთა წმიდათა ლოცვით, ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს.“
უწმიდესი და უნეტარესი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
orthodoxy.ge

Thursday, November 21, 2013

საგამოცდო კრებულები


სსიპ - ,,გამოცდების ეროვნული ცენტრის" მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული 2013 წლის საგამოცდო კრებულები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"". სსიპ - ,,გამოცდების ეროვნული ცენტრი"" ვებ-გვერდის მომხმარებელს/ვიზიტორს აძლევს უფლებას იხილოს და ჩამოტვირთოს აღნიშნული კრებულები, რომლებსაც მხოლოდ საიფორმაციო დანიშნულება აქვს. დაუშვებელია ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა, რეპროდუქცია, თარგმნა და სხვა საშუალებებით გავრცელება (როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ფორმით) სსიპ - ,,გამოცდების ეროვნული ცენტრის"" ნებართვის გარეშე. იკრძალება საგამოცდო კრებულების გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.

აბიტურიენტთა საგამოცდო კრებულები


naec.ge