Sunday, November 3, 2013

დღეში 3 ლიტრი წყალი და თქვენ 10 წლით გაახალგაზრდავდებით


დღეში 3 ლიტრი წყალი და თქვენ 10 წლით გაახალგაზრდავდებით. ამას ადასტურებს ბრიტანულ გამოცემა The Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორი 42 წლის სარა სმიტია.
სარამ თავის თავზე გამოსცადა წყლისჯადოსნური ძალა“. მან  წყლის დიდი რაოდენობით მიღება ქრონიკული თავის ტკივილის და საკვების მონელებასთან არსებული პრობლემების გამო დაიწყო. სმიტი დღეში 3 ლიტრ წყალს სვამდა და 4 კვირის შემდეგ, თავის ტკივილთან და სხვა პრობლემებთან  ერთად ნაოჭებიც გაუქრა. სარა თითქოს 10 წლით გაახალგაზრდავდა, რასაც მისი ფოტოსურათებიც მოწმობს.
როგორც წესი დღეს ჩაის სმით ვიწყებდი, შემდეგ კი დღის განმავლობაში ერთ ჭიქა წყალს ვსვამდი ლანჩის დროს და ერთ ჭიქას სადილის დროს. ორი მოზრდილი ჭიქა წყალი ცოტა არ არის, მაგრამ არც საკმარისია“  – აცხადებს სარა.
წყლის დიეტისდაცვა სმიტს ექიმებმა მას შემდეგ ურჩიეს, რაც მან ნევროლოგსა და დიეტოლოგს, საჭმლის მონელებასთან არსებული პრობლემებისა და თავის ტკივილების გამო მიმართა.  წყალი, რომ ორგანიზმს უკეთ ფუნქციონირებაში ეხმარება ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა კვლევების მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტი იღებს მას საკმარისი რაოდენობით.
სარამ გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა დაწყლის დიეტისდაცვას შეუდგა. ექსპერიმენტმა გაამართლა.

4 კვირის შემდეგ სარას სახიდან გაქრა როგორც ნაოჭები, ისე თვალის გარშემო არსებული შავი ლაქები. ახლა მისი კანი ჯანსაღია და გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.
lollipop.ge

No comments:

Post a Comment