Thursday, November 12, 2015

30 ჩვევა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას წინ წავიდეთ

ამ ჩვევებისგან გათავისუფლება, ენერგიის უდიდეს წყაროს მოგვცემს და წარმატებაც არ დააყოვნებს. მაშ ასე, რა არ უნდა გავაკეთოთ, თუკი გვსურს, რომ ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ. 
1. მოითმინო ის, რაც არ მოგწონს.

2. 
ეცადო იყო ის, ვინც სინამდვილეში არ ხარ.

3. 
იურთიერთო ადამიანებთან, ვინც შენს თვითშეფასებას კლავს.

4.
 იფიქრო იმაზე, რას იტყვიან სხვები.

5. 
ეცადო, ყველაფერი აკონტროლო.

6. 
მიყვე დინებას და აირჩიო ყველაზე მარტივი გზა.

7.
 შენთვის შეინახო საკუთარი აზრი და ყველა გრძნობა.

8. 
ეცადო, იყიდო ბედნიერება.

9. 
გეშინოდეს შეცდომის დაშვების.

10.
 იფიქრო მხოლოდ სხვებზე და არა საკუთარ თავზე.

11.
 ეცადო, ყველას მოაწონო თავი.

12. 
უყურადღებოდ დატოვო ახლობლები და მშობლები.

13. 
გაატარო მთელი თავისუფალი დრო ოთხ კედელში.

14.
 გამუდმებით ჩქარობდე.

15.
 დაიდანაშაულო თავი.

16. 
იმეორო "არ შემიძლია" და განაწყო საკუთარი თავი წარუმატებლობისკენ.

17.
 შეადარო სხვებს საკუთარი თავი.

18. 
ჩაიციკლო წარსულზე.

19.
 იფიქრო მხოლოდ მომავალზე.

20.
 იწუწუნო ცხოვრებაზე და შეიცოდო საკუთარი თავი.

21. 
შეინახო ბრაზი და ბოღმა.

22. 
შეიძინო და შეინახო გამოუსადეგარი ნივთები.

23.
 აკეთო ყველაფერი დამოუკიდებლად.

24.
 ეცადო, იყო სრულყოფილი.

25.
 სხვას აკიდო პასუხისმგებლობა.

26.
 გშურდეს.

27. 
იბღვირებოდე.

28. 
შეეჯიბრო ყველას.

29.
 ეცადო იყო ყველაფერი ყველასთვის.

30. 
იყო უმადური.

No comments:

Post a Comment