Tuesday, November 17, 2015

ათი რამ, რითაც ქართველებმა უნდა ვიამაყოთ


1. მსოფლიოში 5000-მდე ერია და 200-მდე სახელმწიფო. ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ერი ვართ და სახელმწიფოც გვაქვს.
2. მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა არსებობს, დამწერლობა კი სულ 14-ია. 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთი ქართულია. მეხუთე სიძველის მიხედვით.
3. ქართული მწერლობა 15 საუკუნეს ითვლის. საამაყო ქრისტიანული ლიტერატურა და მხატვრული ნაწარმოებები გვაქვს. შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი” მსოფლიოს კლასიკადაა აღიარებული.
4. ქართული ხალხური სიმღერა 2001 წელს ,,იუნესკომ” კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად იქცა. 1977 წელს ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებული ,,ჩაკრულო” ნასაში გააგზავნა.
5. ქართულ ხალხურ ცეკვას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ქართული ქორეოგრაფია მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა. ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბევრმა ანსამბლმა გაითქვა სახელი.
6. საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა. საქართველოში 600-ზე მეტი ყურძნის ჯიშია.
7. საქართველო ხორბლის ერთ-ერთი სამშობლოა, მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალია და აქედან 14 ქართული ჯიშისაა.
8. ქართული სამზარეულო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით.
9. საქართველოში 1000-ზე მეტი მინერალური წყალი არსებობს.
10. ძნელად დაასახელებთ ქვეყანასა, სადაც უდაბნოც, ტროპიკული ტყეც , ზღვისპირეთიც და თოვლიანი მწვერვალებიც იქნება.

No comments:

Post a Comment