Saturday, November 14, 2015

პარიზში დატრიალებული ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებით განათდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა პარიზში დატრიალებული ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად საფრანგეთის დროშის ფერებით განათდა.
ცერემონიას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, ასევე საკრებულოს წევრები, მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდენენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრებმა 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს. 
გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერიაგანხორციელდა, რის შედეგადაც შეიარაღებული პირები  რესტორნებსსაკონცერტოდარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს დაესხნენ თავს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციითტერაქტების შედეგად სულ მცირე 127 ადამიანიდაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
tbsakrebulo.gov.ge

No comments:

Post a Comment