Thursday, February 28, 2019

Tripadvisor-მა მსოფლიოს საუკეთესო პლაჟების რეიტინგი გამოაქვეყნა

დამსვენებლების შეფასებების და შთაბეჭდილებების საფუძველზე, ცნობილმა ტურისტულმა სერვისმა Tripadvisor-მა მსოფლიოში საუკეთესო სანაპიროების რეიტინგი შეადგინა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

CNN-ის ინფორმაციით, Tripadvisor-მა მსოფლიოს საუკეთესო პლაჟად ბრაზილიური "ბაია დუ-სანჩო" გამოაცხადა. როგორც აღწერაში წერია სანაპიროს მთავარი ღირსება უსუფთავესი წყალი და კლდიდან გადაშლილი ულამაზესი ხედია, საიდანაც დელფინების დანახვაც კი შეგვიძლია. მეორე ადგილზე კუბას ქალაქ ვარადეროს სანაპირო, მესამეზე კი კარიბის კუნძულ არუბაზე განლაგებული "იგლ ბიჩი" გავიდა. ამ პლაჟების გარდა რეიტინგში კიდევ 22 სანაპირო მოხვდა.
imedinews.ge

იაპონიის მთავრობა საქართველოში ეკოლოგიურ პროექტებს დააფინანსებს

იაპონიის მთავრობა საქართველოში 3 ეკოლოგიურ და 1 ჰუმანიტარული განაღმვის პროექტს დააფინანსებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ეკოპროექტების ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში კარტოფილის სამაცივრე მეურნეობა და ბიოლოგიურად სუფთა ბრიკეტების საწარმო აშენდება, ახალციხეში კი სასოფლო-სამეურნეო ცენტრი მოეწყობა.
ასევე იმერეთის სოფელ ჩონთოში ჰუმანიტარული განაღმვის სამუშაოები ჩატარდება, რაც ამ ტერიტორიას უსაფრთხოს გახდის.
ეკოლოგიური პროექტები იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. გრასრუტების საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს ადამიანის უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში.
1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 170 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 17 171529 დოლარი შეადგინა
imedinews.ge

Wednesday, February 27, 2019

რამოსი:„ასეთი თამაშით მომდევნო „ელ კლასიკოს“ აუცილებლად მოვიგებთ“

სერხიო რამოსმა „ელ კლასიკოს“ შემდეგ კომენტარი გააკეთა...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


„მე ვფიქრობ, რომ „რეალს“ მარცხი არ დაუმსახურებია, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთში ასეთებიც ხდება.“
🙏 საქართველოს საპატრიარქო.

„პირობას ვდებ, თუ 2 მარტის „ელ კლასიკოსაც“ ასეთი უპირატესობით ვითამაშებთ, აუცილებლად მოვიგებთ, თანაც კარგი სხვაობით.“
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

„სუარესის პანენკა? ეს ერთ-ერთი მანერაა და ვერ მივიჩნევ პროვოკაციულად.“
Halamadrid.ge

სოლარი:„„რეალი“ ფინალში გასვლას იმსახურებდა“

სანტიაგო სოლარიმ „ელ კლასიკოს“ წაგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში



„ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გამარჯვებისთვის მიგვეღწია. ნამდვილად ვიმსახურებდით ფინალში გასვლას, მაგრამ მომენტების გამოუყენებლობის გამო დავისაჯეთ.“

„პასუხისმგელობა? ეს ყველას ეკისრება, რა თქმა უნდა მე და ჩემ ფეხბურთელებს. ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ.“

„ვინიციუსს თანდაყოლილი ნიჭი აქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. ბრაზილიელი ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვარჯიშობს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. ვამაყობ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა „ელ კლასიკოში“ ასე ძლიერად წარმოაჩინა შესაძლებლობები.“

„გონს დროულად უნდა მოვეგოთ და მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ. ბრძოლა 3 ფრონტზე აღარ გრძელდება, მაგრამ ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსს ვინარჩუნებთ.“

„ის, რაც „ბარსელონამ“ გააკეთა, იყო „ელ კლასიკოს“ მოულოდნელობა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ვალვერდეს გუნდმა განსხვავებულ სტილში მოიგო და ჩვენ მათ უნდა მივულოცოთ.“

„მსაჯები და ვინიციუსი? იმ მომენტზე განცხადების გაკეთება არ მსურს, მსაჯებმა ყველაფერი შეაფასეს.“
Halamadrid.ge

სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ქართულ დიასპორას შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ქართულ დიასპორას, სტუდენტებსა და აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორასთან შეხვედრები უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერის გამოხატულებაა.
შეხვედრა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში გაიმართა, რომელიც საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ გახსნა. ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ვიზიტისას განხილულ საკითხებსა და მიღწეულ შეთანხმებაზე ილაპარაკა. 
27 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი თბილისში დღეს დაბრუნდება.
imedinews.ge

თბილისში კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რომლისთვისაც მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი. კახა კალაძის განცხადებით სამუშაოები 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კანდელაკის ქუჩაზე სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარები. 
"ყველა დამეთანხმება, რომ იქ არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, როგორც მიწის ზემოთ, ასევე მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ პროექტის შედეგად შევძლებთ, რომ მთლიანად მოვაწესრიგოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ მთლიანად მოასფალტდება გზა, იქნება ახალი განათებები თავისი ლედ სანათებით, მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარები", - თქვა კახა კალაძემ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდა

სან­ზო­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის ბავ­შვის დე­დას, ლელა ქსოვ­რელს ბრა­ლი და­უმ­ძი­მეს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ქსოვ­რე­ლის ად­ვო­კატ­მა, ნინო ტა­ბა­ტა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის არ სა­უბ­რობს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ლელა ქსოვ­რელს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­უმ­ძი­მეს, რაც სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც არას­რულ­წლოვ­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.
რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, გუ­შინ, დაც­ვის მხა­რეს სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­და­ე­ცა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ და­უმ­ძი­მეს ქსოვ­რელს ბრა­ლი.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 იან­ვარს, სან­ზო­ნა­ში 4 წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა, ლელა ქსოვ­რე­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, მას არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი ეკ­რძა­ლე­ბო­და. ქსოვ­რელს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.
აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 7 მარტს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.
ambebi.ge