Wednesday, February 27, 2019

თბილისში კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რომლისთვისაც მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი. კახა კალაძის განცხადებით სამუშაოები 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კანდელაკის ქუჩაზე სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარები. 
"ყველა დამეთანხმება, რომ იქ არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, როგორც მიწის ზემოთ, ასევე მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ პროექტის შედეგად შევძლებთ, რომ მთლიანად მოვაწესრიგოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ მთლიანად მოასფალტდება გზა, იქნება ახალი განათებები თავისი ლედ სანათებით, მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარები", - თქვა კახა კალაძემ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment