Wednesday, February 27, 2019

სოლარი:„„რეალი“ ფინალში გასვლას იმსახურებდა“

სანტიაგო სოლარიმ „ელ კლასიკოს“ წაგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში



„ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გამარჯვებისთვის მიგვეღწია. ნამდვილად ვიმსახურებდით ფინალში გასვლას, მაგრამ მომენტების გამოუყენებლობის გამო დავისაჯეთ.“

„პასუხისმგელობა? ეს ყველას ეკისრება, რა თქმა უნდა მე და ჩემ ფეხბურთელებს. ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ.“

„ვინიციუსს თანდაყოლილი ნიჭი აქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. ბრაზილიელი ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვარჯიშობს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. ვამაყობ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა „ელ კლასიკოში“ ასე ძლიერად წარმოაჩინა შესაძლებლობები.“

„გონს დროულად უნდა მოვეგოთ და მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ. ბრძოლა 3 ფრონტზე აღარ გრძელდება, მაგრამ ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსს ვინარჩუნებთ.“

„ის, რაც „ბარსელონამ“ გააკეთა, იყო „ელ კლასიკოს“ მოულოდნელობა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ვალვერდეს გუნდმა განსხვავებულ სტილში მოიგო და ჩვენ მათ უნდა მივულოცოთ.“

„მსაჯები და ვინიციუსი? იმ მომენტზე განცხადების გაკეთება არ მსურს, მსაჯებმა ყველაფერი შეაფასეს.“
Halamadrid.ge

No comments:

Post a Comment