Wednesday, February 27, 2019

სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ქართულ დიასპორას შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ქართულ დიასპორას, სტუდენტებსა და აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორასთან შეხვედრები უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერის გამოხატულებაა.
შეხვედრა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში გაიმართა, რომელიც საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ გახსნა. ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ვიზიტისას განხილულ საკითხებსა და მიღწეულ შეთანხმებაზე ილაპარაკა. 
27 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი თბილისში დღეს დაბრუნდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment