Thursday, February 28, 2019

იაპონიის მთავრობა საქართველოში ეკოლოგიურ პროექტებს დააფინანსებს

იაპონიის მთავრობა საქართველოში 3 ეკოლოგიურ და 1 ჰუმანიტარული განაღმვის პროექტს დააფინანსებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ეკოპროექტების ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში კარტოფილის სამაცივრე მეურნეობა და ბიოლოგიურად სუფთა ბრიკეტების საწარმო აშენდება, ახალციხეში კი სასოფლო-სამეურნეო ცენტრი მოეწყობა.
ასევე იმერეთის სოფელ ჩონთოში ჰუმანიტარული განაღმვის სამუშაოები ჩატარდება, რაც ამ ტერიტორიას უსაფრთხოს გახდის.
ეკოლოგიური პროექტები იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. გრასრუტების საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს ადამიანის უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში.
1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 170 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 17 171529 დოლარი შეადგინა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment