Tuesday, March 15, 2016

სასწრაფოდ: ფარული ვიდეომასალა - პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა


კუდის ერთ- ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე დაკავებულები არიან. წინასწარი ინფორმაციით, მათი დაკავება ინტერნეტში გავრცელებული პიარდი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ატვირთვას უკავშირდება. ჯამალაშვილს ბრალს სავარაუდოდ დღესვე წაუყენებენ. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ოფიციალური ბრალი უცნობია. გამოძიებამ უკვე დაკითხა ჯამალაშვილის მეუღლე . მათი ბინიდან კომპიუტერები და მობილური ტელეფონები ამიოღო. ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წელს კიბერდანაშაულისთვის, კომპიუტერში უნებართვო შეღწევისთვის დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს. პროკურატურას დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

იხ.: ვიდეო

Wednesday, March 9, 2016

ოპერაში სტუდენტური ბილეთები ამოქმედდა, რომელიც 5-10 ლარი ეღირება

ხვალ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სტუდენტური ბილეთების ამოქმედებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყობა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი გამართავენ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, ოპერაში ამოქმედდა სტუდენტური ბილეთები, რომელიც ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათთვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება.

ოპერის თეატრმა თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად უკვე გამოყო 100-100 ბილეთი. ახალგაზრდების დაინტერესების შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. ბილეთების შეძენის მსურველებმა ოპერის სალაროში უნდა წარადგინონ სტუდენტური ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დარწმუნებული არიან, სტუდენტური ბილეთები კიდევ უფრო მეტად გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ოპერისა და ბალეტისადმი.

ახალი ინიციატივის წარდგენას, რომელიც 13:00 საათზეა დაგეგმილი, დაესწრებიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ამაშუკელი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაჭავარიანი და სხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თვითმმართველობების წევრები.


Monday, March 7, 2016

სტუდენტები ფართომასშტაბიან აქციებს იწყებენ – რა ხდება თსუ-ში?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სააკაშვილის რეჟიმის ზონდერ-ბრიგადების მხრიდან უნივერსიტეტის გაკონტროლების მცდელობაზე საუბრობს.
სტუდენტები მიმდინარე კვირაში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ.
სტუდენტები უნივერსიტეტზე ძალადობას გააპროტესტებენ და ასევე მოითხოვენ დაინტერესდეს პროკურატურა, სად მიდის ის თანხები, რომლებიც რეალურად უნდა მოხმარდეს უნივერსიტეტის განვითარებას. თსუ-ს სტუდენტური ფორუმის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი “ალიას“ მწვავე ინტერვიუს ძლევს და უნივერსიტეტში მიმდინარე მანკიერ პროცესებზე საუბრობს.
“10 მარტს დაგეგმილია კანცლერის არჩევნები,აკადემიურ საბჭო წარუდგენს სენატს,რომელიც შედგება 45 ადამიანისგან და ირჩევენ კანცლერს,ანუ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს,რომელიც გახლავთ რექტორის შემდეგ მეორე ფიგურა. ფინანსებს,ფაქტობრივად, განაგებს ადმინისტრაცის ხელმძღვანელი, ამ პოსტზე წარდგენილია ერთადერთი კანდიდატი და ეს გახლავთ გიორგი გაფრინდაშვილი, რომელიც  2012  წლამდე იყო ჯერ სტუდენტური თვითმმართველობის ეკონომიკური ფაკულტეტის ლიდერი, რომელიც ვარძელაშვილის კადრი გახლდათ. ძალიან სწრაფად დაწინაურდა გაფრინდაშვილი და 2010 წელს ის წინა კანცლერის, დავით ჩომახიძის თანაშემწედ დაინიშნა. იმ პერიოდში, როდესაც სტუდენტებს ზონდერები უსწორდებოდნენ, არაერთ ვიდეოში ფიგურირებს, როგორც კანცლერის თანაშემწე, და სწორედ ის გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, ვინც თავისუფალი აზრის მქონე სტუდენტებს ებრძოდა. მისი კანცლერად გაყვანის საკითხში აქტიურადაა ჩართული რამდენიმე მხარე, უნივერსიტეტში არაფერი იმალება და პირდაპირ გეტყვით, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ირაკლი ბურდულის ხელი ურევია, რომელიც გახლავთ ძმებ კუბლაშვილების უახლოესი მეგობარი. მის გაყვანაში ასევე დაინტერესებულია პრეზიდენტის აპარატში მომუშავე ბატონი კვერენჩხილაძე და მე ამინტერესებს, რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში პრეზიდენტი მარგველაშვილი. ფაქტია, რომ მისი აპარატის წარმომადგენელი ღიად არის ჩართული გაფრინდაშვილის ლობირების საკითხში. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ინტერესეიც იყოს, რადგან მარგველაშვილი ბოლო პერიოდში აბსოლუტურად დესტრუქციულო ქმედებებით გამოირჩევა. ჩვენ ვხედავთ მის ღია ალიანსს “ნაციონალურ მოძრაობასთან“. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამ საკითხით დაინტერესებულია. უნივერსიტეტის შემდეგი წლის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით არის გაწერილი. ამ თანხის ხელში ცაგდებას ცდილობენ ისინი და მათი კანცლერის პირობებში უფრო კომფორტულად და ადვილად გააკონტროლებენ მილიონებს. 84 -მილიონიდან მიზერი თანხა ხმარდება სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს ,დანარჩენი ფული კი ეკუთვნის სტუდენტებს, მაგრამ რეალურად ამ ფულს სტუდენტებამდე არავინ უშვებს და წლებია “ნაციონალების“ კასტის ხელძშია ეს ბიუჯეტი“,-აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი
marshalpress.ge

Sunday, March 6, 2016

მასწავლებლის პრაქტიკის შეფასება - გარე დაკვირვება

1 მარტიდან იწყება მასწავლებლის პრაქტიკის შეფასების - გარე დაკვირვების პილოტირება.

პილოტირებისათვის შერჩეულია კასპის მუნიციპალიტეტისა და რუსთავის 20 სკოლა. ამ სკოლების პილოტირებაში მონაწილე პედაგოგებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
naec.ge

ყურადღება! შეიძლება 200 ლარით დაგაჯარიმონ, რა უნდა იცოდეთ მძღოლებმა!

გამკაცრდა “გაჩერება აკრძალულია” ნიშნის მოქმედების ქვეშ პარკირება.
მძღოლები, რომელებიც არასწორად გააჩერებენ ავტომობილს გზის სავალ ნაწილზე, სადაც აკრძალულია გაჩერება (თუნდაც მეორე ზოლში) რის გამოც შეფერხდება საგზაო მოძრაობა დაჯარიმდებიან არა 10 და 40 ლარით, არამედ 200 ლარით!

იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი გაჩერებულია ნიშნის მოქმედების ზონაში და წესების დარღვევის გარდა აფერხებს მოძრაობას და ქმნის საცობს მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით.

ეს ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა მეტწილად გამომდინარეობს მოძრაობის შეფერხებიდან და არა პარკირების წესების დარღვევისგან. ანუ 200 ლარით დაჯარიმდებით იმ შემთხვევაშიც თუ კი თქვენი მანევრირება, დგომა-გაჩერება და სხვა ნებისმიერი მოქმედება გამოიწვევს ქალაქში მოძრაობის შეფერხებას.
თუ თქვენ არასწორად გაქვთ ავტომობილი გაჩერებული ხოლო ეს მოქმედება არ აფერხებს მოძრაობას თქვენ ამ შემთხვევაში არ უნდა დაჯარიმდეთ 200 ლარით, ამ შემთხვევაში თქვენ გეკუთვნით 10ლარიანი ჯარიმა და შეგიძლიათ გააპროტესტოთ გენინსპექციაში და გაასაჩივროთ საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციაში.
გაითვალისწინეთ! არ “ჭრის”:
– ბავშვი დავტოვე ბაღში და 2 წუთში მოვბრუნდი.
– საწვავი გამითავდა და დავტოვე.
– შაურმის რიგში ვიდექი და არ გამიგია… რა დრო გასულა.
– შენი ჭირიმე ამ ერთხელ მაპატიე.
– მე იცით ვინ ვარ?!
– ქართველები არა ვართ?!
– თბილისი ურთიერთობაა.
და ა.შ.
ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გააჩეროთ უადგილოდ! 
წყარო: Explorer

Saturday, March 5, 2016

ვინ გადაამზადებს სტემის პედაგოგებსა და დირექტორებს – ტრენერთა სკოლა

მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრში   ,,ტრენერთა სკოლა” იწყებს ფუნქციონირებას.  როგორც დამფუძნებლები აცხადებენ:  მიზანი სერტიფიციებული ტერნერების მომზადება – გადამზადების უზრუნველყოფაა. ,,ტრენერთა სკოლის” პირველი კურსდამთავრებულები ,,სტემის” (ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების) პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს გადაამზადებენ.
თუმცა ,,ტრენერთა სკოლა”  მხოლოდ ერთ პროექტზე გაჩერებას   არ აპირებს.  რომელი მოდულების  მიხედვით და ვის მიერ  დატრენინგდებიან ტრენერობის მსურველები,  რა ბენეფიტები  ექნებათ ტრენერ მასწავლებლებს და  ხომ არ ჩამოყალიბდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრი ტრენერთა მომზადების  თვალსაზრისით ბაზარზე მონოპოლისტად?! – ამ საკითხებზე Aris.ge-განათლებას ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინე აბულაძემ ესაუბრა.
– ქალბატონო ირინა, როდის დაიწყო ცენტრში ,,ტრენერთა სკოლის” შექმნაზე ფიქრი?
– ჩვენი ცენტრი ,,ტრენერთა სკოლის” შექმნის კონცეფციაზე თითქმის ორი წელი მუშაობდა. კონცეფციაში უკვე გვქონდა გათვალისწინებული როგორ უნდა მომხდარიყო ტრენერობის მსურველების მიღება, ტრენერად გახდომა, უკვე ჩამოყალიბებული ტრენერის გადამზადება… სწორედ ამ კომპონენტებს ვამუშავებდით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ათასწლეულის განვითარების ცენტრის პროექტის ფარგლებში,,სტემის” პედაგოგების და დირექტორების გადამზადება დაიგეგმა, ტრენერთა სკოლის შექმნა კიდევ უფრო რეალური გახდა.  პროექტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო – ტრენერების მომზადება-გადამზადება სისტემურად და გამჭვირვალედ მომხდარიყო. ეს ჩვენს ინტერესებს დაემთხვა და გადავწყვიტეთ ტრენერთა სკოლის ამოქმედება. პირველ ეტაპზე, მომზადებულ ტრენერებს ამ პროექტისთვის გამოვიყენებთ, თუმცა მათთან თანამშრომლობას სხვა პროექტების ფარგლებშიც ვგეგმავთ.
– როგორც ვიცი, ტრენერობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო..
– დიახ, უკვე დაიწყო რეგისტრაცია ტრენერთა მომზადების ზოგად კურსზე, რომელიც მონაწილეებისთვის ითვალისწინებს  „ტრენერთა კომპეტენციების ჩარჩოთი“ განსაზღვრული ცოდნის  გადაცემას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის. კურსი განსაზღვრულია იმ პირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ან აქვთ ტრენერობის 2 წელზე ნაკლები გამოცდილება. ოდნავ მოგვიანებით მარტის თვეში კი დაიწყება რეგისტრაცია უკვე შემდგარი ტრენერებისთვის ვისაც აქვს ტრენერად მუშაობის გამოცდილება.
– პირველ ეტაპზე, რა საკითხებზე მოხდება ტრენერობის მსურველთა დატრენინგება?
– პირველი ეტაპი არის ზოგადი კურის, მსურველებს საბაზისო უნარებს განუვითარებთ. ამ უანრების გამოყენება მარტო პედაგოგებს კი არა, ნებისმიერი სფეროს ადამიანებს შეეძლებათ. შემდეგ ეტაპზე უკვე მოხდება ზოგადად განათლების ტრენერების მომზადება. მთლიანი კურსი 80 საათიანია, როგორც საკონტაქტო, ასევე არასაკონტაქტო. კურსი სამი მოდულისგან შედგება: ზრდასრულთა სწავლების პრინციპები; ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკა; მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება. შემდეგ ხდება სპეციალიზაცია პედაგოგიკისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების გავლა. რათა ეს ტრენერები შემდეგ წავიდნენ და დირექტორები და მასწავლებლები გაადამზადონ ამავე საკითხებზე.
– მეორე ეტაპს როდის იწყებთ და რა საკითხებზე გაადამზადებთ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ ტრენერობის გამოცდილება?
– მათთვის მოდულები ამ ეტაპზე იქმნება. ველოდებით უცხოელ კონსულტანტებს. 13 მარტიდან დავიწყებთ პილოტს. მარტის ბოლოს კი გამოვაცხადებთ მიღებას. ყველას ვისაც სურს ტრენერის სერტიფიკატი ეს კურსი უნდა გაიაროს.
– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ტრენერობის მსურველი?
– იმისათვის, რომ მსურველმა კურსი გაიაროს, მას უნდა ჰქონდეს მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სწავლების გამოცდილება; ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება, ან სკოლის დირექტორის სერტიფიკატი. პრიორიტეტი მიენიჭებათ პირებს, რომლებიც აკადემიურ ხარისხს ფლობენ განათლების, ჰუმანიტარულ (ინგლისური), სოციალურ (ფსიქოლოგია) ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კურსის გავლის მსურველები შერჩევის ორეტაპიან  პროცესს გაივლიან. სავარაუდოდ, ბევრი მოქმედი პედაგოგი იქნება ტრენერობის მსურველი და ბევრი მოქმედი დირექტორიც.
– პირველ ეტაპზე რამდენი კადრის მომზადებას გეგმავთ?
– ამ ეტაპზე ვფიქრობთ რომ 400-მდე ადამიანს მივცემთ ტრენერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.  შემდეგ კი, თუ დავინახავთ საჭიროებას და დაინტერესებას გავაგრძელებთ.
– შემდეგ ეტაპზე ტრენერთა მომზადება უკვე ფასიანი გახდება?
– ამ ეტაპზე დაკონკრეტება გამიჭირდება. გააჩნია, რა იქნება იმ დროისთვის ცენტრის პრიორიტეტი. ამ ეტაპზე  სისტემა მიმართულია ერთი მიზნისკენ – გვჭირდება ტრენერები. დღეს შეიძლება ქიმიის ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს,  მაგრამ არ გვყავს ქიმიის ტრენერი.
– როგორც თქვით, ტრენერობის სურვილს მოქმედი პედაგოგებისგანაც ელოდებით – ტრენერის კურსის გავლა მათ სქემის ფარგლებში დასაგროვებელ კრედიტში თუ აესახებათ?
– კურსი კრედიტებში არ არის გათვალსწინებული თუმცა ბენეფიტები ნამდვილად ექნებათ. პედაგოგები, რომლებიც ამ კურსს გაივლიან, უფრო კონკურენტუნარიანები იქნებიან და ფასილიტატორად არჩევის უფრო დიდი შანსი ექნებათ. აქცენტი გვაქვს რეგიონზეც. ამ ტრენინგების გავლის შესაძლებლობა რეგიონშიც იქნება შესაძლებელი. ტრენერები რეგიონებშიც უნდა გვყავდეს. რაც თავის მხრივ ხარჯეფექტურიც იქნება, რადგან სამომავლოდ არ მოგვიწევს ტრენერების თბილისიდან გაგზავნა.
– მათ ხელფასსა და ანაზღაურებაზე რას გვეტყვით?
– ,,სტემის” პედაგოგებისა და დირექტორების გადამზადებისთვის რა თქმა უნდა ტრენერები ხელფასს აიღებენ. თუმცა ამ პროექტის ბიუჯეტი გაზაფხულზე გაკეთდება. ტრენინგები კი აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება. ანაზღაურება იქნება დაახლოებით საშუალო, იმდენი რამდენიც შეეძლება სახელმწიფო ორგანიზაციას.
– ტრენერთა ტრენერებად ვის მოიაზრებთ?
– ტრენერობის მსურველებს უკვე დიდი გამოცდილების მქონე ტრენერები მოამზადებენ. ისინი მხოლოდ ჩვენი ცენტრის წარმომადგენლები არ იქნებიან. ზოგიერთმა მათგანმა მოდულის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. მათ ,,ვორქ შოპი” ჩავუტარეთ და უკვე ჩაატარეს სასიგნალო ტრენინგები. მეორე ეტაპს კი, რომელიც პედაგოგიკასა და მეთოდიკას ეხება, სასწავლო პროცესის დაგეგმვას და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს –  ჩვენი პროექტის თანამშრომლები გაუძღვებიან, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები.  აუცილებლად დავაკვირდებით ჩვენს მიერ შერჩეულ ტრენერებს. ვნახავთ, როგორები არიან მუშაობის პროცესში. გამოვკვეთთ სუსტ და ძლიერ მხარეებს და სისუსტეებზე დამატებით ვიმუშავებთ. მთავარია, მოხდება სისტემატიზაცია ტრენერის აყვანის, სერტიცირების და განვითარების.
– და ბოლოს,  ხომ არ არის საშიშროება, რომ ცენტრი მონოპლისტად ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით?
– ეს ითქვა. თუმცა ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ აკრედიტაციის  სტანდარტზე და დიდი ინტერესი გვაქვს მოხდეს დეცენტრალიზაცია ამ ტრენინგების. თუმცა დღეს მოცემულობა არის ასეთი – ქვეყანაში არ არის ტრენერების საკმაო ოდენობა. ან ხდება მათი მომზადება, თუმცა პრობლემაა გადამზადება. ჩვენ მიერ მომზადებული კადრები კი თავისუფლად შეუძლიათ სხვადასხვა პროვაიდერებმა თავისთან მიიწვიონ და გაფართოვდნენ ბაზარზე. ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი ტრენერი-მასწავლებელი გვყავდეს.
ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

Friday, March 4, 2016

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2016 წლის 27 მაისს, 12 საათზე გიწვევთ სტუდენტთა XXIV სამეცნიერო კონფერენციაზე

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2016 წლის 27 მაისს, 12 საათზე გიწვევთ სტუდენტთა XXIV სამეცნიერო კონფერენციაზე 


კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი სექციების მიხედვით:

· მედიცინა/სტომატოლოგია

· სამართალი

· ეკონომიკა და ბიზნესი

· ჟურნალისტიკა

· ინგლისური ფილოლოგია

კონფერენციის სამუშაო ენები:

· ქართული

· ინგლისური

მოთხოვნები:

1. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;

2. მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებგვერდზე;

3. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენებასთან (მაქსიმუმ 5-7 გვერდი) ერთად უნდა წარმოადგინონ თეზისები (მაქსიმუმ 2 გვერდი) ნაბეჭდი სახით (A 4 ფორმატით; ველის საზღვრები - 2 სმ; ფონტი: Sylfaen 
ან Times New Roman; თვალსაჩინოებები მოხსენებისთვის Power Point-ში);

4. სათაურის ზემოთ მარჯვნივ მითითებული უნდა იყოს სექცია, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა.

კონფერენციაზე სექციების მიხედვით გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც გაინაწილებენ I, II და III საპრიზო ადგილებს. მათ გადაეცემათ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და სიგელები. კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დიპლომი.
მოხსენებების თეზისები გამოიცემა კრებულის სახით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (032) 2 25 39 19 ან მოგვწერეთ: info@sdasu.edu.ge
მისამართი: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი, N 25