Friday, March 4, 2016

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2016 წლის 27 მაისს, 12 საათზე გიწვევთ სტუდენტთა XXIV სამეცნიერო კონფერენციაზე

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2016 წლის 27 მაისს, 12 საათზე გიწვევთ სტუდენტთა XXIV სამეცნიერო კონფერენციაზე 


კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი სექციების მიხედვით:

· მედიცინა/სტომატოლოგია

· სამართალი

· ეკონომიკა და ბიზნესი

· ჟურნალისტიკა

· ინგლისური ფილოლოგია

კონფერენციის სამუშაო ენები:

· ქართული

· ინგლისური

მოთხოვნები:

1. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;

2. მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებგვერდზე;

3. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენებასთან (მაქსიმუმ 5-7 გვერდი) ერთად უნდა წარმოადგინონ თეზისები (მაქსიმუმ 2 გვერდი) ნაბეჭდი სახით (A 4 ფორმატით; ველის საზღვრები - 2 სმ; ფონტი: Sylfaen 
ან Times New Roman; თვალსაჩინოებები მოხსენებისთვის Power Point-ში);

4. სათაურის ზემოთ მარჯვნივ მითითებული უნდა იყოს სექცია, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა.

კონფერენციაზე სექციების მიხედვით გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც გაინაწილებენ I, II და III საპრიზო ადგილებს. მათ გადაეცემათ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და სიგელები. კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დიპლომი.
მოხსენებების თეზისები გამოიცემა კრებულის სახით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (032) 2 25 39 19 ან მოგვწერეთ: info@sdasu.edu.ge
მისამართი: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი, N 25

No comments:

Post a Comment