Monday, March 7, 2016

სტუდენტები ფართომასშტაბიან აქციებს იწყებენ – რა ხდება თსუ-ში?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სააკაშვილის რეჟიმის ზონდერ-ბრიგადების მხრიდან უნივერსიტეტის გაკონტროლების მცდელობაზე საუბრობს.
სტუდენტები მიმდინარე კვირაში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ.
სტუდენტები უნივერსიტეტზე ძალადობას გააპროტესტებენ და ასევე მოითხოვენ დაინტერესდეს პროკურატურა, სად მიდის ის თანხები, რომლებიც რეალურად უნდა მოხმარდეს უნივერსიტეტის განვითარებას. თსუ-ს სტუდენტური ფორუმის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი “ალიას“ მწვავე ინტერვიუს ძლევს და უნივერსიტეტში მიმდინარე მანკიერ პროცესებზე საუბრობს.
“10 მარტს დაგეგმილია კანცლერის არჩევნები,აკადემიურ საბჭო წარუდგენს სენატს,რომელიც შედგება 45 ადამიანისგან და ირჩევენ კანცლერს,ანუ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს,რომელიც გახლავთ რექტორის შემდეგ მეორე ფიგურა. ფინანსებს,ფაქტობრივად, განაგებს ადმინისტრაცის ხელმძღვანელი, ამ პოსტზე წარდგენილია ერთადერთი კანდიდატი და ეს გახლავთ გიორგი გაფრინდაშვილი, რომელიც  2012  წლამდე იყო ჯერ სტუდენტური თვითმმართველობის ეკონომიკური ფაკულტეტის ლიდერი, რომელიც ვარძელაშვილის კადრი გახლდათ. ძალიან სწრაფად დაწინაურდა გაფრინდაშვილი და 2010 წელს ის წინა კანცლერის, დავით ჩომახიძის თანაშემწედ დაინიშნა. იმ პერიოდში, როდესაც სტუდენტებს ზონდერები უსწორდებოდნენ, არაერთ ვიდეოში ფიგურირებს, როგორც კანცლერის თანაშემწე, და სწორედ ის გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, ვინც თავისუფალი აზრის მქონე სტუდენტებს ებრძოდა. მისი კანცლერად გაყვანის საკითხში აქტიურადაა ჩართული რამდენიმე მხარე, უნივერსიტეტში არაფერი იმალება და პირდაპირ გეტყვით, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ირაკლი ბურდულის ხელი ურევია, რომელიც გახლავთ ძმებ კუბლაშვილების უახლოესი მეგობარი. მის გაყვანაში ასევე დაინტერესებულია პრეზიდენტის აპარატში მომუშავე ბატონი კვერენჩხილაძე და მე ამინტერესებს, რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში პრეზიდენტი მარგველაშვილი. ფაქტია, რომ მისი აპარატის წარმომადგენელი ღიად არის ჩართული გაფრინდაშვილის ლობირების საკითხში. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ინტერესეიც იყოს, რადგან მარგველაშვილი ბოლო პერიოდში აბსოლუტურად დესტრუქციულო ქმედებებით გამოირჩევა. ჩვენ ვხედავთ მის ღია ალიანსს “ნაციონალურ მოძრაობასთან“. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამ საკითხით დაინტერესებულია. უნივერსიტეტის შემდეგი წლის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით არის გაწერილი. ამ თანხის ხელში ცაგდებას ცდილობენ ისინი და მათი კანცლერის პირობებში უფრო კომფორტულად და ადვილად გააკონტროლებენ მილიონებს. 84 -მილიონიდან მიზერი თანხა ხმარდება სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს ,დანარჩენი ფული კი ეკუთვნის სტუდენტებს, მაგრამ რეალურად ამ ფულს სტუდენტებამდე არავინ უშვებს და წლებია “ნაციონალების“ კასტის ხელძშია ეს ბიუჯეტი“,-აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი
marshalpress.ge

No comments:

Post a Comment