Friday, July 13, 2018

ნატომ ავღანეთის მისიის დაფინანსება 2024 წლამდე გაახანგრძლივა

ნატომ ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დაფინანსება 2024 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ბრიუსელში მიღებული სამიტის დეკლარაციაშია ნათქვამი. 
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დეკლარაციაში წერია, რომ ავღანეთის მთავრობა მშვიდობისა და შერიგებისკენ მიმართულ ქმედებებს მხარს დაუჭერს და რომ მოკავშირეები არმიის დაფინანსების და სამხედრო ძალების ნაკლებობის შევსების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ. 
ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ საწვრთნელი მისია 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და მასში ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის ჩართული. 
ბრიუსელმა ნატოს სამიტს 11-12 ივლისს უმასპინძლა
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment