Friday, July 13, 2018

ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს

პარ­ტია „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მხა­რი, შე­საძ­ლოა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და­უ­ჭი­როს. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­და­ტად კენ­ჭისყ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ი­ღო. მე­ო­რე მხრივ, სა­პარ­ლა­მენ­ტო კუ­ლუ­ა­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პრე­ზი­დენ­ტო­ბის სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი შე­საძ­ლოა არ წა­რად­გი­ნოს და სა­კუ­თარ ამომ­რჩევ­ლებს სწო­რედ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დოს.
რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, ეს არის ერთ-ერთი სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც მო­ახ­ლო­ე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა თა­ვად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარს აცხა­დებს და ამ­ბობს, რომ მის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სწო­რედ ამ ფორ­მით გახ­და პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, როცა “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მთაწ­მინ­დის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში კან­დი­და­ტი არ და­ა­ყე­ნა და მხარ­და­ჭე­რა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ წარ­დგე­ნილ ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­მო­უ­ცხა­და.
ამომ­რჩე­ვე­ლი ახალ პრე­ზი­დენტს ოქ­ტომ­ბერ­ში აირ­ჩევს. 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ბოლო არ­ჩევ­ნე­ბია, როცა ქვე­ყა­ნას პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი ეყო­ლე­ბა.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment