Friday, July 13, 2018

მაია ბითაძე: ტაქსების კომპანიებს რეგულაციები არ უწესდებათ

დედაქალაქის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ტაქსების კომპანიებს რეგულაციები არ უწესდებათ. ამის შესახებ მაია ბიოთაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
​„ტაქსების კომპანიებისთვის არანაირი რეგულაციები არ დგება. რაც შეეხება ზოგადად, ტაქსების რეგულირებას და სატრანსპორტო პოლიტიკას, მომავალ კვირას გვექნება სრულმასშტაბიანი პრეზენტაცია, თუ რას ვგეგმავთ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან ჭრილში განხილვის თვალსაზრისით.
რაც შეეხება ტაქსების რეგულირებას, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უკვე ძალაშია შესული და პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობა იქნება დასჯადი.
რაც შეეხება ნებართვის საფასურს, ჰიბრიდული ავომობილებისთვის 50, ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასო იქნება.
ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნები დაწესდება. კერძოდ, არის თუ არა მათი ავტომობილები 2019 წლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მძღოლებს რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე ეცნობებათ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმდინარე წლის 12 თებარვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment