Tuesday, July 17, 2018

მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

ინგლისური საფეხბურთო კლუბის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ალექსის სანჩესი აშშ-ში შუასეზონურ ტურნეში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც Telegraph-ი წერს, ამის მიზეზი ისაა, რომ სპორტსმენს აშშ-ის ვიზაზე უარი უთხრეს.
როგორც ინგლისური გამოცემა წერს, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ესპანეთში გადასახადების დამალვის საქმეს უკავშირდებოდეს. 
ამ დროისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლოს-ანჯელესში ვარჯიშობს. გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს 23 ივლისს მექსიკის “ამერიკასთან" გამართავს.
2018 წლის თებერვალში სანჩესს 16-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. ფორვარდმა აღიარა, რომ „ბარსელონაში" თამაშისას ესპანეთის საგადასახადო ორგანოებს 900 000 ფუნტი სტერლინგი დაუმალა.
სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2018 წლის იანვრიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 12 მატჩი და 2 გოლია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment