ყოველწლიურად აშშ-ში 100-ზე მეტი ადამიანი „მტაცებელი დინების“ (Rip Current) მსხვერპლი ხდება. ასეთი დინება არც სხვა სანაპირო ზოლებისთვის არის უცხო. რიპი, შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერ ოკეანეში, ზღვასა თუ დიდ ტბაში, სადაც კი ტალღებია. გამონაკლისი არც შავი ზღვაა, თურქეთის ტერიტორიაზე ნაკადი არაერთხელ დაფიქსირებულა.
ტალღებს მოაქვთ წყლის მასა, რაც, შემდეგ სხვადასხვა სიჩქარით ბრუნდებიან ზღვაში, ან ოკეანეში და ქმნიან საწინააღმდეგო დინებას. რიპი მდინარის ნაკადივით მიდის სანაპიროდან სიღრმისკენ, ჭრის ტალღებს. საფრთხე არამხოლოდ მათ ემუქრება, ვინც ზღვაში, ან ოკეანეში ბანაობს, არამედ - პლაჟზე, წყალთან ახლოს მყოფებსაც.
1. დინების შემჩნევა შესაძლებელიათუ დაინახავთ, რომ წყლის ვიწრო ნაკადი სანაპიროდან ზღვისკენ, ან სანაპიროს გასწვრივ მიედინება, აუცილებლად მოერიდეთ.
ასევე, უფრთხილდით დინებებს, რომელიც განსხვავდება სხვა ტალღებისგან - რიპი, შესაძლოა, იყოს უფრო ქაფიანი, ანდა განსხვავებული ფერის.
2. ამოდით წყლიდან, თუ გრძნობთ, რომ დინებაში მოჰყევით.მტაცებელი დინება“ მარტივად დასაძლევია, თუ წყალი მხოლოდ წელამდე გფარავთ. მისგან თავის დაღწევა რთულია, თუ უფრო ღრმად ხართ წყალში შესული.
3. შეინარჩუნეთ სიმშვიდე
თუ ასეთ დინებაში მოხვდებით, პანიკას არ აჰყვეთ. გაითვალისწინეთ, რომ დინება წყლის ქვეშ არ შეგითრევთ, ეს მხოლოდ გეჩვენებათ. კარგი მცურავები მხოლოდ იმ შემთხვევაში იღუპებიან, თუ პანიკაში ვარდებიან და ენერგიისგან იცლებიან.
4. დაუძახეთ ვინმეს საშველად, თუ ცურვა კარგად არ იცითსცადეთ, მიიქციოთ მაშველების, ან სანაპიროზე მყოფი სხვა ადამიანების ყურადღება ყვირილით და ხელის დაქნევით. იმავე ნაკადში სხვისი შემოსვლა ძალიან საშიშია, მაშველებმა ან სხვა მცურავებმა საცურაო კამერა უნდა მოგაწოდონ, რაზეც თავს დაიმაგრებთ.
5. დინებას თავი რომ დააღწიოთ, ნაპირის პარალელურად უნდა გაცუროთ
No comments:
Post a Comment