Saturday, July 14, 2018

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატ თორნიკეს რიჟვაძეს შეხვდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატ თორნიკე რიჟვაძეს უკვე შეხვდა,- ამის შესახებ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. შესაძლოა რიჟვაძე ერთადერთი კანდიდატი არ იყოს, რადაგნ საინიციატივო ჯგუფმა გიორგი მარგველაშვილს უკვე შესთავაზა ბიზნესმენ გოჩა გუგუნავას კანდიდატურა.
გუგუნავას მხარდამჭერებსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადენლები შეხვდნენ.
აბაშიშვილის თქმით, რიჟვაძესთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
„ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. პრეზიდენტმა მოისმინა კანდიდატის ხედვები. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, ჯერჯერობით, კონსულტაციები გრძელდება. ამ დროისთვის დასახელებულია ერთი კანდიდატი და ერთი შემოგვთავაზა საინიციატივო ჯგუფმა“, -განაცხადა აბაშიშვილმა.
რამდენად ითვალისწინებს კონსტიტუცია საინიციატივო ჯგუფის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებას, აბაშიშვილი ამბობს, რომ ყველას აქვს ინიცირების უფლება, თუმცა საბოლოოდ პროცესმა უმაღლეს საბჭოში უნდა გადაინაცვლოს.
გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი პარტიების წევრებთან 13 ივლისს გამართა. კონსულტაციები დღეს განახლდა.
მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment