მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
წავკისის ქუჩის N11-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
პროექტის ფარგლებში, რელიეფურად რთულ ტერიტორიაზე, 26 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი და ლითონის მოაჯირი მოეწყო, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155 571 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წელს გამგეობამ რაიონში გრუნტის დამჭერი 11 კედლის მშენებლობა დაასრულა. პროექტებისთვის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. წლის ბოლომდე, მთაწმინდაზე კიდევ ცხრა კედლისა და ერთი გაბიონის მოწყობაა დაგეგმილი.
ბოლო პერიოდში მთაწმინდაზე, კლდის მასა რამდეჯერმე ჩამოიშალა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე მრავაფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დროს კლდე ჩამოინგრა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment